მე როგორც ნონას დას და ოთოს დას მიჩნდება პროტესტი საქართველოს შვილი მერქვას

მოსამართლე ნონა წოწორიას და ეთო წოწორია მისი ძმის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას “ფეისბუქის” საშუალებით ეხმაურება:

“მე როგორც ნონას დას და ოთოს დას მიჩნდება პროტესტი საქართველოს შვილი მერქვას, პატიოსანი და მშრომელი ხალხი თუ ასეთი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდება, რომელ სამართლიანობაზე და მითუმეტეს სამართლიანობის აღდგენაზე ლაპარაკი ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი ბლეფია როგორც ყველაფერი დანარჩენი საქართველოში. ნახონ ჩემი ძმის ხელები და მერე ბოტასების ქურდების ხელებიც ნახონ. ნონა თუ ადეიშვილის მოადგილე იყო, ეს დანაშაულია? როცა პროკურატურაში მუშაობდა ვინმე დაინერესდა ნონა სახლში როდის მოდიოდა, რატომ ჰქონდა ფეხსაცმელი და ტანსაცმელი მუდამ სამშენებლო მტვერით დასვრილი, იმიტომ რომ ააშენეს ქვეყანა და ჩაბარდათ ამათ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. ჩემო დაო!!! საქართველო და ქართველები არ ყოფილან შენი შრომის ღირსები და ღმერთს ვთხოვ შენი ყოველი გათენებული ღამე ამათ ძმრად ამოდინდეთ და არ შეერგოთ სავარძლებში თბილად ჯდომა !!!” წერს ეთო წოწორია.

banner
წინა სტატიაში„ციანიდის საქმეზე“ შუამდგომლობები საჯაროდ განიხილება
შემდეგი სტატია,,სამარცხვინო განცხადებები მოვისმინეთ ადვოკატების მხრიდან” – თორდია