როგორც მოსალოდნელი იყო ვლადმერ პუტინმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვადრაზე უარი განაცხადა

სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე, The Washington Post-ის ინფორმაციით,  რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის საგარეო პოლიტიკის თანაშემწე იური უშაკოვი მიიღებენ მონაწილეობას. როგორც მოსალოდნელი იყო ვლადმერ პუტინმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვადრაზე უარი განაცხადა.

„რუსები პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბრობენ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, იმალებიან“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, ხარკოვში რუსების საჰაერო იერიშის შემდეგ სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

„რუსეთი ბევრს საუბრობს პირდაპირ მოლაპარაკებებზე, მაგრამ როდესაც საქმე მოქმედებას ეხება, ისინი იმალებიან. ჩვენი გუნდი ამჟამად აქტიურად ემზადება თურქეთში ვიზიტისთვის,“ – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „ერთადერთი, ვინც ომს აჭიანურებს, ერთადერთი, ვის გამოც ომი დაიწყო, ვის გამოც ის გრძელდება, ეს სწორედ რუსეთია და მასზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს.“

banner
წინა სტატიაშიემანუელ მაკრონი – უკრაინა მოლაპარაკებებისთვის უნდა იყოს საუკეთესო მდგომარეობაში, თავად უკრაინელებსაც აქვთ ნათელი ხედვა, რომ არ გააჩნიათ უნარი, დაიბრუნონ ყველაფერი, რაც 2014 წლიდან აქვთ წართმეული
შემდეგი სტატიასაქართველომ გაეროში პოლოლიკაშვილს შესაძლოა, მხარი აღარ დაუჭიროს და UAE-ს კანდიდატს მიემხროს