“როგორც მკარნახობს კონსტიტუცია, ერთ-ერთი პირველი ვალდებულებაა სახელმწიფო ენის დაცვა”

ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის და როგორც მკარნახობს კონსტიტუცია, ერთ-ერთი პირველი ვალდებულებაა სახელმწიფო ენის დაცვა” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე “სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში” სიტყვით გამოსვლისას.

“ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის და როგორც მკარნახობს კონსტიტუცია, ერთ-ერთი პირველი ვალდებულებაა სახელმწიფო ენის დაცვა. მისი პოპულარიზაცია, გაძლიერება – ასევე ჩემს ვალდებულებებში შედის და ეს ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა და დიდად საამაყოა, რამეთუ ენა სახელმწიფოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და არა მხოლოდ ერთ-ერთი, ალბათ მთავარი შემადგენელი ნაწილი, რომელშიც შედის მოსახლეობა, ტერიტორია. ენის გარეშე ერთიანი სახელმწიფო ვერ იქნება და ამდენად ენა არის მთავარი გამაერთიანებელი სახელმწიფოში, საზოგადოებაში და ამიტომ არის ჩვენთვის, ყველასთვის, ასეთი ერისთვის მნიშვნელოვანი. ერისთვის, რომელმაც გამოიარა ამდენი გამოწვევა საუკუნეების განმავლობაში და შეინარჩუნა თავისი ენა, არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ შეძლო და შეინარჩუნა თავის ტერიტორიაზე მრავალი ენა. ამის მიუხედავად, არ დაკარგა არც ერთიანობა, არც თავისი გამაერთიანებელი ტრადიციები და კულტურა, რადგან მეორე მთავარი ნიშანი ენის არის ის, რომ ის არის კულტურის მატარებელი. ენის გარეშე არც კულტურა არ არსებობს. როცა ენა ქვეითდება, კულტურაც ასევე ქვეითდება.

დღეს ეს გამოწვევა მთელ მსოფლიოში არსებობს. ყველა ენა არის მთავარი გამოწვევის წინაშე, რომ ის სიმდიდრე, რაც ენას გააჩნია, ვიტყოდი, რომ ყველგან შეტევის ქვეშაა. დღევანდელი ტექნოლოგიები იქნება, გლობალიზაცია თუ სხვადასხვა მოვლენა, გავლენას ახდენს სწორედ ენაზე და ამდენად კულტურაზე. ენა არის სახელმწიფოსთვის, თავის საზღვრების გარეთ ერთგვარი დროშა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში“რეალობის მოსმენა უნდა ისწავლოთ” – პრემიერის გამოსვლა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : მთავარი მიზანია, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ჰქონდეს ძალიან დიდი წონა