“როგორც მიშას დავემშვიდობეთ, ისე დავემშვიდობებით ბიძინასაც”

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ მოვიდა დრო, დავემშვიდობოთ ბიძინა ივანიშვილს.

„სააკაშვილის ხელისუფლებიდან გაშვებაში საკმაოდ დიდი წვლილი მაქვს შეტანილი, როგორც მოქალაქეს. დადგა ჟამი, როდესაც იგივეს გავაკეთებ ივანიშვილის შემთხვევაშიც. როგორც მიშას დავემშვიდობეთ, ისე დავემშვიდობებით ბიძინასაც. რით განსხვავდება ერთი მეორისგან?! – „ნაციონალებს“ მინუს ცოცხები, უდროს „ქართულ ოცნებას”, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი. სოსო ცისკარიშვილი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ მეტი ფსიქიატრიული საავადმყოფოს გახსნის აუცილებლობაზეც ალაპარაკდა. „მე დავუკავშირდები ჯანდაცვის მინისტრს და ვთხოვ, რომ სასწრაფოდ გახსნას უფრო მეტი ფსიქტიატრიული საავადმყოფო“, – ასეთი იყო სოსო ცისკარიშვილის პასუხი, „2020NEWS“-ის შეკითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა იგი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს. ექსპერტი თვლის, რომ ივანიშვილი დღეს არის გზააბნეული მწყემსი და მისი ინტერვიუ, მუქარის გარდა, არაფერს მოიცავდა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძემ ქართველ სპორტსმენებს მიღწეული წარმატებები მიულოცა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილის შვილი – დრო მოვიდა, რომ დაგითმოთ ძვირფასი დედა – პირობას გაძლევთ, დაგიცავთ ყველას