როგორც მინიმუმ, ის შეცდომაშია შეყვანილი – მდინარაძე სახალხო დამცველის განცხადებაზე

“ქართული ოცნების” ლიდერი, მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველს განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ფიქრობს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე.

მდინარაძე, არჩევნების გადადებაზე მსჯელობას “საფუძველს მოკლებულ კამპანიას” უწოდებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი ყურადღებით დააკვირდება, კიდევ ვინ არის კამპანიაში ჩართული. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ომბუდსმენის მხრიდან არჩევნების გადადების შესახებ მოწოდება პარადოქსია.

“მე კარგად ვიცნობ ნინო ლომჯარიას და არ მინდა მას დავაბრალო, რომ ის გარესპიკერი აღმოჩნდა ნაცმოძრაობის და სააკაშვილის დავალების შემსრულებელი, მაგრამ როგორც მინიმუმ ის შეცდომაშია შეყვანილი. პარადოქსია, რადგან სახალხო დამცველის მხრიდან გვესმის მოწოდება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რომლის გარეშეც არჩევნების გადადება შეუძლებელია”,-თქვა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშითელავი- ყვარლის გზაზე კაცი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლომ ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივრის განხილვაზე უარი თქვა