”როგორც მაშინ ბატონი შევარდნაძით, ახლა ძალიან გაწბილებული ვარ ბატონი პოროშენკოს აშკარა უძლურობით”

saakshviliმსოფლიოში ცოტა პოლიტიკოსი თუ დაიტრაბახებს რომ ორ სხვდასხვა ქვეყანაში მსგავსი კარიერული გამოცილება გააჩნია. სწორედ ასე მოხდა ჩემ შემთხვევაში უკრაინასა და საქართველოში.
9 წლის განმავლობაში მე გახლდით საქართველოს პრეზიდენტი, რა დროსაც არშემდგარი, კლეპტოკრატიული სახელმწიფოდან ვიქეცით მსოფლიოში ცნობად ქვეყნად, რომელმაც დაამარცხა კორუფცია და იქცა ევოპაში პირველ სახელმწიფოდ ბიზნესის კეთების სიადვილით. 2006 წელს მსოფლიო ბანკმა რეფორმების კუთხით წამყვან ქვეყნად გვცნო, ყოფილ საბჭოთა ბლოკში კი საწართველო მოწინავე ქვეყნად იქცა.
მეორე საპრეიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ 2013-ში, დავტოვე თანამდებობა და ამერიკაში დროებით აკადემიური საქმიანობის გასაგრძელებლად წავედი. შემდეგ კი დავბრუნდი უკრაინაში, სადაც ახალგაზრდობაში, კიევის უნივერსიტეტის სტუდენტის რანგში რამდენიმე წელიწადი მქონდა გატარებული. ჩემი უკრაინელი მეგობრების ზარების პასუხად, გამომეყენებინა ჩემი გამოცდილება “მაიდნის” რევოლუციის შემდგომ მთავრობაში, ენთუზიაზმით სავსე ჩამოვედი უკრაინაში.
შემომთავაზეს მემუშავა ოდესაში, უკრაინის ყვლაზე დიდ რეგიონში. ძალიან უჩვეულო გახლდათ სხვა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისთვის მეორე ქვეყნის რეგიონის გუბერნატორად მუშაობა, მაგრამ საქმე ეხებოდა უკრაინის სახელმწიფოებრიობის ბედს.
ეს პროვინცია არა მხოლოდ განდგურებული იყო ადგილობრივი ბანდიტური მაფიოზური ჯგუფების მიერ არამედ ემუქრებოდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპატატისტული ჯგუფები აღმოსავლეთიდან. ამასთანავე, ოდესა ესაზღვრება თვითგამოცხადებულ დნესტრიპირეთის რესპუბლიკას, რომელსაც მოკოვის მხარდაჭერილი სეპარატისტები და რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტოლებენ.
თან წავიყოლე პროფესიონალების გუნდი წინა მთავობიდან, რომლებმაც თავიდან შექმნეს უკრაინული პოლიცია და ანტი-კოუფციული სააგენტო.
პოლიციის რეფომა სწრაფი და პოპულარული წარმატება აღმოჩნდა, მაშინ ოდესაც ანტი-კორუფციულმა ბიურომ რამდენიმე მაღალი დონის გამოძიება წამოიწყო.
ჩვენ თითქოს ვახდენდით უკრაინის პრეზიდენტის წახალისებას წინსვლისთვის.
ქალაქი ოდესა იარებს იშუშებდა პრო-რუს აჯანყებულებთნ 2014 წლის 2 მაისის შეტაკების შემდეგ, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
რეფომებსა და რეკონსტრუქციაზე ფუკუსირბულმა, გამოვაცხადე კონკურსი და შევარჩიე ყველაზე ნიჭიერი პროფესიონალები, დასავლური განათლებით, რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელების პოზიციის დასაკავებლად. ჩამოვაყლიბე ეკონომიკური განვითრების საბჭო, რათა დამეცვა ადგილობრივი ბიზნესმენბი სახელმწიფო სააგენტოებისგან და მოვიწვიე იულია მარუშევკაია – მაიდნის გამორჩეული აქტივისტი, ოდესის საბაჟო სამსახურის გასაწმენდად. საბაჟოსი რომელიც ცნობილი იყო მექრთმეებითა და “ატკატებით”.
ჩვენ დავიწყეთ გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის აღდგენის პროგრამები. ბევრი ვიმუშავეთ საჯარო სერვისების მიწოდების სტანდარტის მაღალ საფეხურზე ასაყვანად და რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მაშინ როდესაც რეფორმების მოძრაობამ ტემპი აკრიფა და პოპულარობა მოიპოვა, ჩვენ უცებ შევხვდით წინააღმდეგობას იქ საიდნაც ყველაზე ნაკლებად ველოდით – მთავრობის გამორჩეული წევრებისგან დედაქალაქ კივიდან.
უბედურების პირველ ნიშანად მაშინდელ პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკთან დაპირისპირება იქცა, როდესაც ოდესის ქიმიურ ქარხანაში (ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო საწარმო) მთავრობის მაღლჩინოსნების მონაწილეობით კორუფცია გამოვლინდა.
იანვრიდან დავიწყე ტურები ქვეყნის მასშტაბით რათა საზოგადოებისთვის წარმედგინა ჩვენი ანტი-კორუფციული “უკრაინის გამსუფთავებელი” მოძრაობა, იმისათვის რომ ზეწოლა მომეხდინა ქვეყნის ლიდერებზე და ბოლო მოგვეღო მექრთამეებისთვის.
მარტში პარლამენტმა ხმა მისცა გენერალური პროკურორის გადაყენებას ხოლო მომდევნო თვეს გადადგა პრემიერ-მინისტრიც. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პირობა დადო რომ ძველი პრაქტიკა წარსულს ჩაბარდებოდა და ხელისუფლების საქმიანობაში შეიტანდა მეტ გამჭვირვალიბას.
ეს 7 თვეზე მეტი ხნის წინ იყო და ამ დრომდე არავითარი მნიშვნელოვანი ცვლილება არ გვინახავს. პირიქით ამ საქმეში მარტო ვიყავი და ისეთი განცდა მქონდა რომ პრეზიდენტის პარტიის ადგილობრივი ლიდერები ჩვენს ანტი-კორუფციულ ძალისხმევას ძირს უთხრიდნენ.
ჩემს ადმინისტრაციას თვეების გნმავლობაში დაფინანსება არ გააჩნდა, ჩემი რამდენიმე საკვანძო მოადგილის დანიშვნა შეფერხდა და ჩვენმა ყველაზე საჭირო რეფორმატორებმა სასოწარკვეთისგან მუშობაც კი შეწყვიტეს.
ჩემმა დანიშნულმა საბაჟოს უფროსმა ქალბატონმა მარუშევკაიამ განაცხადა რომ ის დევნას განიცდიდა გამოგონილი სამსახურებრივი გაკიცხვების სახით.
იგივე ტაქტიკით მოქმედებდა პროკურატურა რიმელმაც ერთერთი ჩემი თანაშემწე დაარბია, თუმცა მიუხედავად მსგავსი აგრესიულობისა მას არავითარი ბრალდება არ წაუყენა.
უკანასკნელ წვეთად ჩემთვის გასულ თვეს ონლაინ დეკლრაციების გასჯაროვება გახდა როდესაც ცნობილი გახდა უკრაინელი ჩინოვნიკების პირადი ქონების შესახებ. აქ გამოჩდნენ საჯარო მოხელეები რომლებთან ერთად ყოველდღიურად მიწევდა მუშაობა და რომლებმაც უსინდისოდ დაადეკლარირეს მილიონობით დოლარი რომელსაც საკუთარი მატრასის ქვეშ ინახავენ.
ათწლეულების განმვლობაში ამ პოსტ-საბჭოთა კლეპტოკრატიულმა მმართველობამ პოტენციურად მდიდარი ქვეყანა გადააქცია ევროპის ერთერთ უღარიბეს სახელმწიფოდ. უკრაინა არ უნდა იყოს ღარიბი მაგრამ კორუმპირებული ჩინოვნიკები სისტემატიურად ძარცვვდნენ ქვეყანას, პარავდნენ უკრაინელებს სიმდიდრეს, რომელიც მათ ეკუთვნით.
როდესაც უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე არიან და გმირულად იცავენ საკუთარ ქვეყანას რუსი აგრესორებისგან , პოლიტიკური ელიტა იმასც, “ხდის” ქვეყანას რაც მას ჯერ ზედ შერჩა.
ცხოვრების წესითა და მენტალობით უკრაინელი კლეპტოკრატები ზუსტად ისეთივეები არიან როგორც რუსი ოლიგარქები. უკრაინა საბოლოოდ მხოლოდ მაშინ ინება თავისუფლი როდესაც არა მარტო რუსული აგრესიისგან არამედ რუსული სტილის პოლიტიკური კლასისგან გათავისუფლდება რომელიც ქვეყანას აშორებს ევროპული მისწრაფებებისგან.
2001 წელს, მას შემდეგ რაც საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ვერ დავითანხმეთ მნიშვნელოვანი რეფომების გატარებაზე და კორუმპირებული გარემოცვის მოშორებაზე, მე წავდი მთვრობიდან. მე წავედი და დავაარსე “ერთიანი ნაციონლური მოძრაობა” რომელმაც 2003 წელს ვარდების რევოლუცია მოახდინა და საქართველოს რეალური გარდაქმნა მოუტანა.
საქართველოს წარმატება ინსპირაციად იქცა უკრაინული მაიდნის უმრავი აქტივისტისთვის 2014-ში.
როგორც მაშინ ბატონი შევარდნაძით, ახლა ძალიან გაწბილებული ვარ ბატონი პოროშენკოს აშკარა უძლურობით დაინახოს რომ სტატუს კვო არამდგრადია. უკრაინას სჭირდება რეალური ცვლილებები და არა ამის ილუზია. დღეისათვის ბევრი რეფორმა რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ შეჩერებულია. ამ კვირაში თანამდებობიდან გადადგა იულია მარუშევსკაიაც.
ჩემი განმეორებითი გამოცდილების მიხედვით, მე გადავწყვიტე გადავმდგარიყავი და დამეფუძნებინა ახალი პოლიტიკური პარტია უკრაინაში.
ეს საოცარი ქვეყანაა, მშრომელი, განათლებული და ნიჭიერი ხალხით რომელიც იმსახურებს გაცილებით უკეთეს მომავალს. მისი საუკეთესო რესურსი არის განათლებული ახალგაზრდობა რომელიც შესაძლებლობის მიცემის შემთხვევაში გახდებიან ეფექტური, გულწრფელი, საჯარო მოსამსახურეები და პოლიტიკური ლიდერები, ქვეყნის კოუფციისგან გათავისუფლების სწრაფვით.
დღემდე უკრაინის ძველი კორუფციული ისთებლიშმენტი არ უშვებს და ბლოკავს ამ ახალგაზრდა რეფორმატორებს საჯარო სექტორში და მე ვალდებული ვარ ეს შევცვალო!

მიხეილ სააკაშვილი

banner
წინა სტატიაშიმე მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი ვიქნები
შემდეგი სტატიამადუროს ცეკვა მოსახლეობას ნერვებს უშლის… (ვიდეო)