„სამთო მიმართულება არის და იქნება ჩვენი მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი“

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით წელს, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ 5 800 000-ს მიაღწია.

როგორც კვირიკაშვილმა ბაკურიანში განახლებული კოხტას გახსნისას განაცხადა, ეს არის 7%-იანი ზრდა იმ პირობებში, როდესაც ირგვლივ არასახარბიელო ეკონომიკური სიტუაციაა.

„სამთო მიმართულება არის და იქნება ჩვენი მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. წელს, პირველად მოხერხდა, რომ დეკემბრის დასაწყისში, სეზონი გაიხსნა. მათ შორის, გუდაურში გათოვლიანების სისტემა შარშან დავამონტაჟეთ. ამ მიმართულებას უდიდესი ყურადღება მიექცევა. წელს, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ 5 800 000-ს მიაღწია. ეს არის 7%-იანი ზრდა იმ პირობებში როდესაც ყველგან ჩვენს გარშემო არასახარბიელო ეკონომიკური სიტუაციაა. კოხტასთან არის დაკავშირებული ჩვენი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონებები – თხილამურებზე ფეხი აქ ავიდგით. ჩვენი მომავალი თაობა კიდევ ამ სათხილამურო ტრასებზე გაიზრდება და ჯანმრთელობას გაიმყარებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი გაზრდილია
შემდეგი სტატია„საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა უნდა გახდეს“