„როგორც კი პოლიტიკას და უსაფრთხოებას მხოლოდ იყიდე-გაყიდეს და მოგების მიღების დონემდე დაიყვან, იქავე მიიღებ „ალიყულს“ დანარჩენი მსოფლიოსგან“ – ლაშა მგელაძე

„როგორც კი პოლიტიკას და უსაფრთხოებას მხოლოდ იყიდე-გაყიდეს და მოგების მიღების დონემდე დაიყვან, იქავე მიიღებ „ალიყულს“ დანარჩენი მსოფლიოსგან“ – ასე ეხმაურება პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი ლაშა მგელაძე ე.წ. ოვალური კაბინეტის სკანდალს.

„როგორც კი პოლიტიკას (მათ შორის გლობალურ პოლიტიკას) და უსაფრთხოებას მხოლოდ იყიდე-გაყიდეს და მოგების მიღების დონემდე დაიყვან, იქავე მიიღებ „ალიყულს“ დანარჩენი მსოფლიოსგან“ – ასე ეხმაურება პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი ე.წ. ოვალური კაბინეტის სკანდალს.
მგელაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრეცლ სტატუსში სვამს რიტორიკულ კითხვას:
„წარმოვიდგინოთ, დღეს რომ უკრაინას ბირთვული იარაღი ჰქონოდა გაბედავდა თუა რა რუსეთი თავდასხმას და ექნებოდა თუ არა ამერიკას მცდელობა აბუჩად აეგდო უკრაინის პრეზიდენტი?“
„ე.ი. იმდენგვარი ინფორმაცია, მოსაზრება და შეფასება მოვისმინე ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე და არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე, რომ „ტარაბუა დამეხვა“ და გადავწყვიტე ჩემი აზრი დამეწერა.
მაშ ასე, მივყვეთ თანმიმდევრობით და შევეცადოთ მარტივად ავხსნათ, ზედმეტი ჩახვეული ანალიზების გარეშე.
1. გასათვალისწინებელია, რომ უკრაინას ბირთვული იარაღის გაუვნებელყოფის სანაცვლოდ ამერიკის, ინგლისისა და რუსეთისგან აქვს უსაფრთხოების გარანტიები მიღებული…
წარმოვიდგინოთ, დღეს რომ უკრაინას ბირთვული იარაღი ჰქონოდა გაბედავდა თუა რა რუსეთი თავდასხმას და ექნებოდა თუ არა ამერიკას მცდელობა აბუჩად აეგდო უკრაინის პრეზიდენტი (ამ შეხვედრაზე ქვემოთ ვისაუბრებ)…
ასე რომ, ყოველგვარი მანიპულაცია წიაღისეულით, დახმარების დამადლებით, ამერიკელი ხალხის გადასახადებზე მითითებით არის, სულ მცირე, არაღირსეული საქციელი და საერთო ჯამში გიქმნის „გადამგდების“, არა სანდო პარტნიორის იმიჯს (როგორი იმიჯიც აქვს რუსეთს დღეს) და ეს პირველ რიგში ურტყავს ამერიკას, როგორც რეპუტაციულად ისე პოლიტიკურად.
2. როცა საუბრობ უკრაინაში არსებულ კორუფციაზე მაშინ, როცა შენს მიერ გაწეული დახმარების ნახევარზე მეტი შენივე ქვეყანაში დარჩა (იარაღის შესყიდვის სანაცვლოდ) მოდი ჯერ გარკვიე შენთან რა ხდება (შენს გარეშე, შენ მიერ გამოყოფილი ფულს, შენს ქვეყანაში ვინ გაფლანგავდა?)
3. როცა ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს, რომელიც ომის პირობებშია უწოდებ დიქტატორს (მერე გადათქვავ შენივე ნათქვამს), – საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა საბაბით და ამბობ რომ 4%-იანი მხარდაჭერა აქვს მაშინ, როცა 52-62% აქვს მხარდაჭერა, ვნებ პირველ რიგში შენს ქვეყანას, იმიტომ რომ ტოვებ არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას, შენს სიტყვას უკარგავ აზრს და სხვა ქვეყანას შენთან ურთიერთობის სტიმულს
თუ უკრაინაში ხედავ დიქტატურას და კორუფციას და ამას ვერ ხედავ (ან ხედავ და ხმას არ იღებ) აგრესორ ქვეყნაში – რუსეთში, როგორ უნდა აღგიქვას მსოფლიომ ადეკვატურ მმართველად? უფრო მხარე ხარ ვიდრე სამართლიანი მსაჯული არა?
4. რაც შეეხება უშუალოდ ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრას: შეხვედრის პირველივე წუთიდან დაიწყო ზელენსკიზე ზეწოლა (ქონდათ აბუჩად აგდების მცდელობა) მის ჩაცმულობაზე მითითებით. თუ პრეტენზია გაქვს ზე სახელმწიფოს ლიდერობაზე, სულ მცირე „შეჩემაალათი“ არ უნდა ესაუბრებოდე სხვა ქვეყნის პრეზიდენტს და შენს საუბარში უნდა იგრძნობოდეს პატივისცემა სხვა ქვეყნისა და მისი ლიდერის მიმართ (კიდევ ერთხელ უკრაინა რომ ბირთვული სახელმწიფო ყოფილიყო ან შენს წინ პუტინი მდგარიყო ასე ისაუბრებდი?) შესაბამისად ტრამპმა და ვიცე პრეზიდენტმა მიიღეს ის რაც მიიღეს, ეს მათი დამოკიდებულების ბრალია და არა ზელენსკის უტაქტობის.
შეიძ₾ებოდა მოეთმინა თუ არა ზელენსკის ეს აგდებული ტონი როგორც ესაუბრებოდნენ? კი შეეძლო და რას მიიღებდა სანაცვლოდ? არ „გამოაგდებდნენ“ თეთრი სახლიდან და გააგრძლებედნენ დავალებების მიცემას არა?
ადამიანს ხელში აქვს ერთადერთი კოზირი ამერიკასთან ურთიერთობაში – ტრამპის აკავიატებული წიაღისეული, ჰოდა ცდილობს მაქსიმალურად მეტი გამოივაჭროს ამ თემიდან, რადგან ხვდება, რომ მისი ქვეყანა სავაჭრო ბაზრად გადააქციეს და დავიწყებულია სამართლიანობა
5. ტრამპის დღევანდელი პოზიცია ნიშნავს, რომ ამერიკას აღარ აქვს პრეტენზია დემოკრატიული პრინციპების დაცვის ფლაგმანობაზე, მშვიდობისმყოფელობასა და სამართლიანობაზე, მისთვის მთავარია მხოლოდ მეტი მოგების მიღება დანარჩენი მსოფლიოსგან და მნიშვნელობა არ აქვს რა ხდება სხვა ქვეყნებში… წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას რომელსაც თავს დაესხნენ, ათასი საზიზღრობები გაუკეთეს მოსახლეობას და, რომელიც დღემდე თავდაცვის რეჟიმშია, ვაჭრობას არ დაუწყებდნენ მეტი მოგების მიღებისთვის (მითუმეტეს იმ ფონზე როცა უსაფრთოების გარანტიები აქვთ მიცემული)…
6. უკრაინაში ომი არ არის მარტო უკრაინის პრობლემა (მარტო უკრაინისთვის), თუ ეს ომი რუსეთის სასარგებლოდ დასრულდა, მსოფლიო კარგა ხნით უნდა დაემშვიდობოს .ე.წ. მშვიდობას… რუსეთი აუცილებლად შეეცდება სულ მცირე გააფართოვოს თავისი გავლენები, მათ შორის ამერიკაში… შესაბამისად ევროპის და ამერიკის დახმარება უკრაინისთვის პირველ რიგში მათი უსაფრთხოებისთვის არის საჭირო და არა მხოლოდ უკრაინის დასაცავად (აქ ალბათ კითხვა ჩნდება ამერიკას როგორ შეეხება ეს კონფლიქტი, როგორ და „ფერისფრად“ და ა.შ.
აქ ისმის კითხვა რა იქნება მომავალში? დაზუსტებით ვერაფერს იტყვი, რამდენიმე სცენარია:
ამერიკა აგრძელებს უკრაინის დახმარებას და უკრაინა აღწევს მიზანს (გაგიკვირდებათ გაყრის რუსებს თავისი ტერიტორიიდან).
ამერიკის უარის შემთხვევაში, ევროპა იღებს თავის თავზე უკრაინის დახმარებას და უკრაინა აღწევს მიზანს (ამ სცენარის ალბათობა ყველაზე მაღალია, რადგან ევროპას ყველაზე მეტი საფრთხე ელის და ეს გათვითცნობიერებული აქვს),
ან უკრაინა რჩება რუსეთის პირისპირ, ომი ხანგრძლივდება და აგებს ამ ომს, ამ შემთხვევაში რუსეთი გახდება დომინანტი, ამერიკაზე უფრო გავლენიანი მოთამაშე მსოფლიოში ნაომარი არმიით და სულ მცირე უკრაინის და თავისი რესურსებით გაძლიერებული. ამ შემთხვევაში – ჩინეთის და რუსეთის ფონზე, ასევე, ამერიკის მიერ ევროპის იმედგაცრუების ფონზე (და იქ რუსული გავლენების გაბატონების ფონზე), ამერიკა კარგა ხნით დაკარგავს გავლენას დანარჩენ მსოფლიოზე (მათ შორის წვდომას ტრამპის საოცნებო მინერალურ რესურსებზე) და გამოიკეტება თავის კონტინენტზე…
ასე რომ, ემოციებს თუ არ ავყვებით და ისე შევაფასებთ, ამერიკასაც თითქმის იგივენაირად ჭირდება უკრაინის დახმარება და ამ ომში უკრაინის წარამტების მიღწევა როგორც უკრაინას
როგორც კი პოლიტიკას (მათ შორის გლობალურ პოლიტიკას) და უსაფრთხოებას მხოლოდ იყიდე-გაყიდეს და მოგების მიღების დონემდე დაიყვან, იქავე მიიღებ „ალიყულს“ დანარჩენი მსოფლიოსგან,“ – წერს ლაშა მგელაძე.

banner
წინა სტატიაშიბუკერი: ტრამპმა და ვენსმა წოდებები შეარცხვინეს
შემდეგი სტატიაალექსანდრე (კახა) ლომაია: ჩმორის ნაცვლად, ხელში მგლად ქცეული უკრაინელი ებრაელი ბიჭი შერჩათ, რომელიც თავისი სამშობლოსთვის ვისაც გინდა იმას გამოღრღნის ყელს