“როგორც ჯორჯ ფლოიდი” – ჩეხეთში პოლიციის მოქმედებების შედეგად ბოშა მოკვდა

ჩეხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა პოლიციის მოქმედებებს მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიციის ოფიცერი დაკავებული ბოშას მხარსა და კისერზე მუხლებით დგას. ამის შემდეგ ის გარდაიცვალა – “ბიბისი” წერს. ბოშათა ჯგუფები შეაძრწუნა ვიდეომ, რომელიც შაბათს ჩეხეთის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ ტეპლიცაშია გადაღებული. მამაკაცს სამი პოლიციელი აკავებს, რამდენიმე წუთში ის გაუნძრევლად წევს ტროტუარზე.

ბოშათა გაერთიანების წევრები ინციდენტს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს ადარებენ, რომელიც ზუსტად ასევე გარდაიცვალა მინეაპოლისში, 2020 წელს.
“არანაირი ჩეხი ფლოიდი” – პოლიციამ განაცხადა სოციალურ ქსელში გავრცელებული პროტესტის პასუხად.
ჩეხეთის პოლიციის ვერსიით, ძალის გამოყენება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც მამაკაცმა აგრესიული ქცევები დაიწყო.
სამართალდამცველები ირწმუნებიან, რომ მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა და ამის მიზეზი ნარკოტიკების ზედოზირება გახდა.

ჩეხეთის შსს მინისტრმა იან გამაჩეკმა თქვა, რომ პოლიციას სრული მხარდაჭერა აქვს და უფლება აქვს რეაგირება მოხდინოს მათზე, ვინც ნარკოტიკების ზეგავლების ქვეშ არის.

ბოშათა გაერთიანებები აცხადებენ, რომ ინციდეტი ჩეხეთის მთავრობის მათდამი დამოკიდებულების მაჩვენებელია.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილისა და ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრა
შემდეგი სტატიაგადახდილი სახურავები და დატბორილი ქუჩები პოლონეთში