14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

“როგორც ჯაბა იოსელიანმა გარყვნა 90-იანების თაობა, იმავეს აკეთებს ივანიშვილი” — მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს:

_ მე რა თქმა უნდა მწყინს, რომ ჩვენი შემოღებული ამერიკული მასწავლებლების პროგრამის და კომპიუტერიზაციის შედეგად, ახალგაზრდობის ნაწილმა, ის კი არ გააკეთა რაც ჩვენ გვქონდა ჩაფიქრებული, კერძოდ საქართველოს სახელის მსოფლიოში გატანა, რამე პროდუქტის შექმნა, არამედ ისარგებლა ბოროტმოქმედად და ევროპელ, ამერიკელ და აფრიკელ პენსიონერთა მძარცველად ჩამოყალიბებისათვის.

როგორ გარყვნა ჯაბა იოსელიანმა 90-იანების თაობის რაღაც ნაწილი, შესვა კრიმინალზე და ნარკოტიკებზე, იმავეს აკეთებს ივანიშვილი დღევანდელ ახალგაზრდებთან მიმართებაში – აჩვევს მათ ქურდობით ადვილად ნაშოვნ ფულს, სამაგიეროდ ეს ნაწილი პროტესტებზე აღარ გამოდის და ხანდახან დიქტატორი მემკვიდრის მასოვკებშიც მონაწილეობს, დიქტატურის მმართველობის გასახანგრძლივებლად.
კარგი ამბავი ისევ ტექნიკურ პროგრესშია, მაქსიმუმ 1-2 წელიწადში ხელოვნური ინტელექტი ქოლ-ცენტრების არსებობას აზრს დაუკარგავს და მათი გარყვნილი თანამშრომლები უმუშევრად დარჩებიან. მერე ან გამოსწორების გზას უნდა დაადგნენ ან პირდაპირ იარაღი აიღონ და ხალხის პირდაპირი დაყაჩაღებით დაკავდნენ.

როგორც კონკრეტული ჯენზის, რომელიც არ სვამს, არ ეწევა, ნარკოტიკებზე აღარაფერს ვამბობ, 5 ენაზე საუბრობს და ამას სხვადასხვა ქვეყნებში ხალხის დასახმარებლად იყენებს (საუბარია ჩემს ნიკუშაზე) მამამ ვიცი რომ ქართული ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი სრულიად ჯანმრთელია, პროგრესულია და თავისუფლებას არასდროს გაცვლის ოლიგარქის სისტემის გადმოგდებულ ყაჩაღურ შემოსავლებზე და სწორედ მათი იმედი მაცოცხლებს.

banner
წინა სტატიაშიTI ელიტური კორუფციის განახლებულ სიას აქვეყნებს
შემდეგი სტატია“ყაზბეგის” საბაჟო გამშვები პუნქტის მუშაობა დროებით შეჩერდა — შემოსავლების სამსახურის განცხადება