როგორც იქნა, მოვესწარით… – ჯაღმაიძე აზარტული თამაშების კანონპროექტზე

ამ კანონპროექტის შემოტანის მცდელობა არაერთხელ იყო და როგორც იქნა, მოვესწარით იმას, რომ მსჯელობა მიმდინარეობს და შეიძლება ეს პროექტი კანონად იქცეს – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ჯაღმაიძე დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომას ესწრებოდა.

ის გახარებულია აზარტული თამაშების კანონში შესატანი ცვლილებით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელ ტელევიზიებს აზარალებს.

დარგობრივმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

“ძალიან მნიშვნელოვანია რეგულაციები, იდეალურ შემთხვევაში ვისურვებდით, რომ საერთოდ იყოს აკრძალული აზარტული თამაშები, თუმცა, დღეს ვმსჯელობთ რაღაც ეტაპზე გადასასვლელად, რაც შეზღუდავს ბევრ ახალგაზრდას და ადამიანს, რომელიც იმედით, მაგრამ მოტყუებული მიდის, თამაშობს, აგებს და ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ამას ოჯახებისთვის” – ამბობს ჯაღმაიძე.

banner
წინა სტატიაშიიგეგმებოდა “კეტილეპტის” დოზის გაზრდა, რაც ჩვენს მიერ იქნა აღკვეთილი – ჯიშკარიანი სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაგაბუნია – მნიშვნელოვანია „ბუსტერ დოზის” გაკეთება და პირველ აცრებზე მოქალაქეების ჩართულობა