27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“როგორც ელიამ ელისეს, ილია II-მ თავისი საპატრიარქო მანტია და კვერთხი თქვენ გიბოძათ” -მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი შიო III-ს

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მთავარეპისკოპოსმა ნიკიტამ სამების საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას, განსვენებულ პატრიარქ ილია მეორესა და ახალ პატრიარქ შიო მესამეს შორის არსებულ სულიერ მემკვიდრეობაზე ისტორიული და ბიბლიური პარალელი გაავლო.

„თქვენი არჩევა და აღსაყდრება მოხდა მას შემდეგ, რაც მარადისობას შეუერთდა თქვენი საყვარელი სულიერი მამა, უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც, როგორც დიდმა წინასწარმეტყველმა ელიამ, როდესაც ცეცხლოვანი ეტლით ზეცად ამაღლდა, თავისი ხალენი დაუტოვა თავის მოწაფესა და სულიერ შვილს, ელისეს, ასევე მან, განსვენებულმა პატრიარქმა ილია მეორემ თქვენ გიბოძათ თავისი საპატრიარქო მანტია და კვერთხი, რათა გამწყსოთ სამწყსო, რომელიც ეკლესიამ თქვენს მზრუნველობას მიანდო“, – მიმართა მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა საქართველოს პატრიარქს, შიო მესამეს.

მისივე თქმით, ახალი პატრიარქი მოწოდებულია, სიმამაცითა და მტკიცე ნებით უწინამძღვროს სამწყსოს, სრულიად საქართველოს.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: როდესაც მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფასეულობების დაცვა
შემდეგი სტატია“ეკლესიამ გულწრფელად უნდა ისაუბროს ამ მძიმე დღეზე”- პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია 17 მაისის მოვლენებს ეხმაურება