“როგორც ჩემთვის ცნობილია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები” – ბახტაძე აფგან მუხთარლის საქმეზე

პარლამენტი ახალი პრემიერისა და ძველი მთავრობის დასამტკიცებლად ემზადება. მანამდე დეპუტატებმა პრემიერობის კანდიდატის მოხსენება მოისმინეს და კითხვები დასვეს. ეკონომიკის, მართლმსაჯულებისა და სხვა ფუნდამენტური საკითხების გარდა კითხვები მამუკა ბახტაძის წარსულ საქმიანობასაც შეეხო.

კითხვები შეეხო ასევე აფგან მუხთარლის გატაცებას. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი გიორგი კანდელაკი დაინტერესდა, ახალი პრემიერი აპირებს თუ არა გიორგი კვირიკაშვილის მსგავსად გატაცებული ჟურნალისტის საქმის პირად კონტროლზე აყვანასა და ამ საქმეზე შედეგის დადებას.

„მუხთარლის საქმეს, როცა ერთ წელიწადზე მეტი დროის წინ თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თქვენმა წინამორბედმა თქვა, რომ პირად კონტროლზე აიყვანა საქმე. ევროპარლამენტმა ამ თემაზე რეზოლუციაც კი მიიღო და საქართველოს მთავრობას ჩაეტარებინა სწრაფი გამოძიება, მაგრამა რაფერი მომხდარა. „ევროპული საქართველოს წევრმა“გივი თარგამაძემ, ის ოფიცრებიც კი დაასახელა სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა, რომლებმაც ჩაატარეს ეს ოპერაცია, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას მოკითხული გაქვთ თუ არა ეს საქმე და აპირებთ თუ არა შედეგის დადებას,“- მიმართა ბახტაძეს გიორგი კანდელაკმა.

თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა მოკლე კომენტარი გააკეთა.

„ამ საქმეზე გამოძიებას აწარმოებს მთავარი პროკურატურამ, როგორც ჩემთვის ცნობილია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 350 მოწმეზე მეტი დათვალიერდა ძალიან ბევრი ჩანაწერი, იდენტიფიცირება მოხდა სხვადასხვა ავტომობილების და მიმდინარეობს შესაბამისი კომუნიკაცია აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

banner
წინა სტატიაში“მზარდ ვართ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოძიება განახლდეს”
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო – არსებულ მოცემულობაში 11 სამინისტრო საკმარისია