„როგორც ჩანს, სამართალდამცველებს აქვთ კითხვები“ – ირაკლი კობახიძე ქუმსიშვილი-ალავიძის გამოკითხვაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის გამოკითხვის საკითხს ეხმაურება. კობახიძის თქმით, თუ კითხვები არსებობს, მათ პასუხები უნდა გაეცეს:

„როგორც ჩანს, სამართალდამცველებს აქვთ გარკვეული კითხვები, ეს არის მათი პრეროგატივა, პარლამენტი ვერ ჩავერევით მათ კომპეტენციაში. თუ არის კითხვები, ეს კითხვები დაისმება და მათ პასუხი გაეცემა. ყველაფერი მოხდება საჯაროდ და საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ კუთხით კითხვის ნიშნები არ გაჩნდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა
შემდეგი სტატიაქუთაისში ოპოზიციური პარტიები საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის წარსადგენად ემზადებიან