„როგორც ჩანს, ქართული ოცნება ვეტოს დაძლევს საკუთარი რიცხობრივი უპირატესობის ფონზე“- აბესაძე

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე მოსმენების კანონთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მთელი საზოგადოება მობილიზებულია უკანონო მოსმენების დასასრულებლად.
,,საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო და მთელი საზოგადოება მზად არის და მობილიზებულია იმისთვის, რომ ქვეყანაში დასრულდეს უკანონო მოსმენები. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ქართული ოცნება კვლავ დაჟინებით ცდილობს შეინარჩუნოს სხვების პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის შესაძლებლობა და შემდგომ ამით ადამიანებზე ზემოქმედება. სამწუხაროდ, პრეზიდენტის ვეტო, რომელიც მიმართულია ადამიანების უფლებების დაცვისკენ, უკანონო მოსმენების შეუძლებლობის დაკანონებისკენ, ამ ვეტოს როგორც ჩანს, ქართული ოცნება დაძლევს მარტივად საკუთარი რიცხობრივი უპირატესობის ფონზე და ქვეყანაში მოსმენებს და ადამიანების დაშანტაჟებას კვლავ გააგრძელებს სუსი’’, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : თუ პოლიტიკური ოპონენტი გებრძვის და მის შვილს ან ახლობელს რაიმეს ჩაუდებ, დამიჯერეთ, ოპონენტი ერთი ათად გაძლიერდება
შემდეგი სტატია“როცა პრეზიდენტის შვილი ამას საჯაროდ ამბობს, აუცილებელია აღიძრას საქმე” – ინაშვილი ნარკოტიკის “ჩადებაზე”