“ქართული ოცნების” მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მმართველი პარტია მხოლოდ მოსკოვის ხაზს მიჰყვება და ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
”სამწუხაროდ, “ქართული ოცნება,” საქართველოს მთავრობა, მიყვება შეხედულებას, რომ ისე უნდა გაუმკლავდეს განსხვავებულ აზრს და ხალხს, რომელიც ეწინააღმდეგება მას, როგორც ამას პუტინი აკეთებს. მათ მოსწონთ პოლიტიკური ლანდშაპტიდან დაუყონებლივ ამოიღონ ყველა, როგორც კი შეძლებენ. იგივე გაუკეთეს სააკაშვილს. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დარჩეს მარტო, როგორც ეს პუტინმა გააკეთა რუსეთში.
სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება. საქართველოში პროცესი მიდის, როგორც დიდი გამარჯვება კრემლისთვის. პერიოდულად თვალს ვადევნებ კრემლის პროპაგანდას და ისინი ძალიან ბედნიერები არიან, როდესაც საქართველოს ამჟამინდელ ვითარებაზე საუბრობენ. პრეზიდენტზე ეს კონკრეტული გადაწყვეტილება ჩანს ისე, რომ მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქაართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. როგორც ჩანს, ისინი მხოლოდ მოსკოვის ხაზს მიჰყვებიან,” – აცხადებს ევროპარლამენტარი.