როგორც ჩანს, მსოფლიოს დაავიწყდა, რომ რუსი ჯარისკაცები არალეგალურად რჩებიან საქართველოშიც – მაკფოლი

ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე კვლავ გააკრიტიკებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, – ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი Twitter-ზე წერს.

პუტინთან ბოლო შეხვედრაზე, 2011 წელს, ბაიდენმა გააკრიტიკა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. ვიმედოვნებ, იგივეს იზამს მომავალ კვირაშიც. როგორც ჩანს, მსოფლიოს დაავიწყდა, რომ რუსი ჯარისკაცები არალეგალურად რჩებიან არამხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც (და მოლდოვაშიც) – წერს მაიკლ მაკფოლი.

banner
წინა სტატიაშიხვიჩა კვარაცხელია მშობლიურ წალენჯიხაშია
შემდეგი სტატიაჩინურმა მარსმვლელმა წითელ პლანეტაზე საკუთარ თავს ფოტო გადაუღო