როგორც ჩანს, კობახიძემ მიიღო ურდოს იარლიყი და ერთპიროვნული ლიდერი იქნება – გიორგი თავდგირიძე

სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორი, გერმანიის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის აკადემიის კურსდამთავრებული პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე წერს, რომ როცა რეჟიმის კონსოლიდაცია მიდის, შიდა იერარქიის მოწესრიგება აუცილებელია და “ქართულ ოცნებაში” სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს.

“როდესაც რეჟიმის კონსოლიდაცია მიდის, აუცილებელია შიდა იერარქიის მოწესრიგება, ბევრი ლიდერიდან უნდა დარჩეს ერთი ლიდერი, ფინანსები მხოლოდ ერთი ჯგუფის ხელში უნდა კონსოლიდირდეს. როგორც ჩანს, კობახიძემ მიიღო ურდოს იარლიკი და ერთპიროვნული ლიდერი იქნება, მხოლოდ ის მიიღებს დავალებებს და მხარდაჭერას.

ჟანრის კლასიკიდან გამომდინარე, ჯერ კალაძის დაჯგუფების წევრები ჩამოშორდებიან ძალაუფლების ცენტრებს და მერე კალაძის რიგიც დადგება.

მათი ქონება დიპ სტეიტის წინაღმდეგ უკომპრომისოდ მებრძოლ იმ ქოცებს გადაუნაწილდებათ, რომლებიც კობახიძის ერთგულები არიან. შიდაპარტიული რეპრესიები აუცილებლად გაღრმავდება ( ეს ჟანრის აუცილებელი და ყველაზე აზარტული ნაწილია ).

წესით ჯერ გარე ოპოზიცია უნდა დასრულებულიყო და შემდეგ შიდაპარტიული გარჩევები, მაგრამ ეტყობა ოცნებამ ჩათვალა, რომ ოპოზიცია გარდაუვალად მიდის დასასრულისკენ და ცდუნებამ ძლია, ცოტა ადრე დაეწყო თავისი ძალაუფლების განმტკიცება.

აქვე დგას ივანიშვილის საკითხი, ერთი საქართველოსთვის ორი ლიდერი ძალიან ბევრია. როგორ გაიყვანენ სცენიდან არ ვიცი, ნებისმიერ სცენარში ივანიშვილის გაყვანა რეჟიმის ყოველდღიურობიდან, ძალიან მტკივნეული პროცესი იქნება და განხეთქილების დიდი პოტენციალი აქვს.

ასევე რთული სვლა იქნება გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის ჩამოშორება. თუ კობახიძემ მთელი აღმასრულებელი ვერტიკალი თავისი ერთგული კადრებით შეავსო, რასაც აკეთებს, რამდენიმე თვეში, ის ისეთივე სიმძიმის ლიდერი იქნება, როგორიც ივანიშვილია ( შეიძლება უფრო ძლიერიც), ამიტომ ოცნების დღევანდელ წარმატებაში უკვე დევს დიდი მარცხის დასაწყისი”, – წერს გიორგი თავდგირიძე.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აქტივისტსა და მასწავლებელს, ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიაალექსანდრ ლუკაშენკომ პოლიტპატიმრები, მათ შორის სერგეი ტიხანოვსკი შეიწყალა