„როგორც ჩანს, ყელში ამოუვიდა ყველაფერი სოლოლაკელ მბრძანებელს” – გიორგი გუგავა

„როგორც ჩანს, ყელში ამოუვიდა ყველაფერი სოლოლაკელ მბრძანებელს და გადაწყვიტა, რომ პირდაპირი კავალერისტული შეტევა გაანხორციელოს რუსთავი 2-ზე და ბოლომდე გადაწყვიტოს ამ ტელევიზიის საქმე,“ – აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა.მისი თქმით, ნიკა გვარამიას შსსს-ში დაბარებას ამას სამართლიანობასთან და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან არანაირი კავშირი არ აქვს. გიორგი გუგავა ამ ყველაფერში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს.

„ეს რომ პოლიტიკური პროცესია ამაზე მეტყველებს, არანაირი დასტური არ ჭირდება, მათი ქმედებები, ხელისუფლების ქმედება, როდესაც უმრავლესობის ლიდერი, ახალი ბორის ძნელაძე გამოვიდა და პირდაპირ განაცხადა და დავალება მისცა პროკურატურას იმის შესახებ, რომ დააპატიმრონ ბატონი გვარამია, რაც ხელს შეუწყობს ბუნებრივია, იმ ქმედებების განხორციელებაში, რასაც ქვია რუსთავი 2-ის მიტაცება, რაც წარმოადგენს თავისუფალი სიტყვის ბურთს, თავისუფლების სარკმელს და სწორედ აქ გადის დემოკრატიის ხაზი,“ – განაცხადა გიორგი გუგავამ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო სამხრეთ ოსეთის რეგიონში, არალეგიტიმურ „რეფერენდუმს“ გმობს
შემდეგი სტატიაგამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავეთ ვარაუდებისგან – მიტროპოლიტი დიმიტრი მამა გიორგი მამალაძის დაკავებაზე