2.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 7, 2026
banner

როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი – იაგო კაჭკაჭიშვილი

იაგო კაჭკაჭიშვილი წერს, რომ “ოცნების” ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი მმართველი პარტიის მხრიდან:

“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი (ოცნების დეპუტატების განცხადებებს ეს „კოჭებში“ ეტყობა). დაპირისპირება ოცნების შიგნით, კლანებს შორის, ღრმავდება.

ვიცი, კალაძის ჩამოშორება არ არის საზოგადოებრივი პროტესტის პირდაპირი შედეგი, მაგრამ ის კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ქ/ოცნების პოლიტიკურ სხეულზე ნებისმიერი ეროზია პროტესტს ამაგრებს.

ბევრი მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ შიდა გააფთრებული დაპირისპირება ხელისუფლებას ასუსტებს. და ასუსტებს, პირველ რიგში, ელექტორალურად: ქართულ ოცნებას მხარდამჭერები აკლდება, რადგან მათი ნაწილი უკვე შერისხული ძველი ეშელონის (მათ რიგებს, როგორც ჩანს, კალაძეც მიემატება) გულშემატკივარია;

მეორე მხრივ, ახალი ამომრჩეველი, საკადრო გადაადგილებების გამო, ქ/ოცნებას არ მიემატება, რადგან ვინც აქამდე არ უჭერდა მხარს ამ ხელისუფლებას, მისთვის ცხადზე ცხადია: შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება”, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

banner
წინა სტატიაშინარკოდანაშაულში ბრალი 14 პირს წარედგინა, ამოღებულია, მათ შორის, ფენტალინიც
შემდეგი სტატიაშს მინისტრი ჩაქვში საავიაციო ძებნა-შველის სიმულაციურ სწავლებას დაესწრო [video]