“როგორც ჩანს, ივანიშვილმა ფეხი ძალიან დააბაკუნა და თქვა, რომ რ2 დღესვე უნდა, მისი იყოს”

რამდენიმე წუთის წინ მედიაექსპერტმა ნინო დანელიამ მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება შეაფასა და ხელისუფლებას მიმართა.

“უდიდეს პატივისცემას გიდასრუტებთ, ჟურნალისტ-ოპერატორს, პროდუსერს, რომლებიც შეშფოთებულები, თუმცა მშვიდად, დიდი პროფესიონალიზმით აკეთებთ იმას რასაც აკეთებთ. ეს არის, რაც აფრთხობს კაცს, რომელიც გამაგრებულია სოლოლაკის ქედზე. მისი ფეხის ბაკუნია, რაც ეხლა ხდება. ეს პროცესი დიდი ხანია სამართლებრივ ჩარჩოებში აღარ არის. მე საკონსტიტუციო სასამართლომ მომცა იმედი, რომ ნორმალურად ვიცხოვრებდით, მაგრამ ივანიშვილმა ფეხი მაგრად დააბაკუნა და თქვა, რომ რუსთავი 2 დღესვე უნდა იყოს მისი. ნურას უკაცრავად, ბატონო ბიძინა! ჩვენ საქართველოს ბანანის რესპუბლიკად გადაქცევის საშუალებას არ მივცემთ!

ჩვენ არ მოგცემთ ამის უფლებას. ჩვენ ძალიან მშვიდად ვართ და რაციონალურად ვფიქრობთ რა შეიძლება დავუპირისპიროთ ამ ქმედებას. ჩვენ ძალიან თავისუფლების მოყვარულები ვართ და არაერთხელ ვაჩვენეთ ყველა ხელისუფლებას, რომ არ დავუშვებთ ჩვენზე ძალადობას,”- აცხადებს ნინო დანელია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე:სიტყვის თავისუფლება არის ის პრინციპი, რომლის უგულველყოფა ყველა ხელისუფლებისათვის ფატალური აღმოჩნდა!
შემდეგი სტატიანანუკა ჟორჟოლიანი:ქურდულად, ღამით გადაწყვეტილების მიღება მის სტილში ზის ✔