როგორც ჩანს, გუნდს საერთო პოზიცია არ აქვს: გოლეთიანი ღარიბაშვილს პასუხობს

ვარლამ გოლეთიანი “ნამოხვანჰესთან “დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს  პასუხობს. მისი განცხადებით,  “ქართულ ოცნებას” საკითხზე საერთო პოზიცია არ აქვს.

როგორც გოლეთიანი ამბობს,  სასურველი იყო ხელისუფლება ჯერ მათ შეხვედროდა, მოესმინა და ინვესტორთან მოგვარება შემდეგ დაეწყო.

“შინაარსობრივად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთება ვხედავთ, რომ გრძელდება. პირველ რიგში, რაც იკვეთება ამ პატარა გამოსვლიდან არის ის, რომ არ აქვს როგორც ჩანს თვითონ გუნდს საერთო პოზიცია საკითხთან დაკავშირებით. თუ პრემიერისთვის ამდენად კრიტიკულად შეუსაბამოა ის პირობები, რა პირობებითაც გაფორმებული იყო ეს ხელშეკრულება, რომ ვერ გაგრძელდება პროექტი ამ პირობებით და ამას პირდაპირ ამბობს, ფაქტია, რომ ამას ესე არ ფიქრობს თუნდაც ეკონომიკის მინისტრი, სხვადასხვა სახელისუფლებო წრეების ესა თუ ის წარმომადგენელი. აშკარა აცდენა აქვთ თვითონ შიგნით და საერთო პოზიცია არ აქვთ”, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: საჭირო იქნება ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებაც
შემდეგი სტატია“ჭორიკანა კაცივით ყველა ეთერში დაჯექით”- ანი წითლიძე “მოქალაქეების” ლიდერს პასუხობს