“როგორც ჩანს ელოდებოდა ორი ნიღბიანი” – გელა ხვედელიძის მეუღლე თავდასხმის დეტალებს ყვება

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გელა ხვედელიძეს ამ წუთებში სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევა უტარდება. ხვედელიძეს დაუდეგენელიპირები თავს ცოტახნის წინ საკუთარ სახლთან დაესხნენ. თავდასხმას მისი მეუღლე შეესწრო, რომელიც ჰყვება, რომ სახლიდან გამოსულ გელა ხვედელიძეს ორი ნიღბიანი პირი დახვდა. „ეს მოხდა დაახლოებით იქნება 40 წუთი, სახლიდან გამოვედით და როგორც ჩანს ელოდებოდა ორი ნიღბიანი. მეუღლე საუბრობდა ტელეფონზე და უცებ დაესხა ეს ორი ნიღბიანი თავს. არავითარი , არანაირი მუქარა, არ ვიცი გაოგნებული ვარ. სახლთან მოხდა, ორი ახალგზარდა ბიჭი იყო. საერთოდ არაფერი არ უთქვამთ. სამი წუთით ადრე გამოვიდა და მეც ჩამოვედი. კარები დავკეტე, ჩამოვედი და უცებ დაესხნენ თავს. შევესწარი და ვცდილობდი, რომ ეს ნიღაბი ჩამომხსნა, ამ ბიჭისთვის, მაგრამ ვერ ვქენი უცებ გაიქცნენ,“-აცხადებს მარეხი ფერაძეს.

banner
წინა სტატიაშიგელა ხვედელიძე ცეცხლსასროლი არაღით არ დაუჭრიათ
შემდეგი სტატიამინისტრ კახა კახიშვილის მოწვევით საქართველოს ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამინისტროს დელეგაცია ეწვია