ნათია ფანჯიკიძე:როგორც ჩანს, ბევრად ტოტალური ბოროტება დაგვედევნება არჩევნებამდე, ვიდრე წარმოდგენა შემეძლო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 12, 2016 00:57

ნათია ფანჯიკიძე:როგორც ჩანს, ბევრად ტოტალური ბოროტება დაგვედევნება არჩევნებამდე, ვიდრე წარმოდგენა შემეძლო

fanjikidzeფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება.

“ცუკერბერგი მატყობინებს, რომ ჩემს ფბ-ში 6 საათის წინ სხვა ხალხი დასეირნობდა. შემაცვლევინა პაროლი. არაფერი მიკვირს, რამდენიმე თვის წინ ფბ-ს ვინ ჩივის, სახლში დამხვდა უცხო პირი შიგნიდან ჩაკეტილი და ფბ-ში აქამდეც ვიცოდი, რომ დაძვრებოდნენ. უბრალოდ მინდა ჩემს მეგობრებს გთხოვოთ, თუ სადმე არაადეკვატური, არაჩემებური რამე შეგვხდეთ, იცოდეთ რა დღეში ვარ. ასევე, თუ სადმე ყალბ პროფილს გადაეყაროთ, არ დაიზაროთ და მომწერეთ.

როგორც ჩანს, ბევრად ტოტალური ბოროტება დაგვედევნება არჩევნებამდე, ვიდრე წარმოდგენა შემეძლო. ორი მსხვერპლი უკვე მაქსიმალური დაუნდობლობით გაიმეტეს. როცა ადამიანის ფიზიკურ თუ მორალურ სიკვდილს გეგმავ, მასთან ერთად იგულისხმება, რომ ანადგურებ ბევრ სხვა მის ახლობელს.

ცოტა ხანში რომ გაიგოთ, რომ დავუშვათ მე მოვკვდი ალერგიით, ან ასთმის შეტევით, წინასწარ ვაცხადებ, არცერთი არ მაწუხებს და საერთოდაც, ჩემს სიკვდილში დამნაშავე მე არ ვიქნები, არანაირად არ მცალია ახლა ამისთვის.

არაუშავს, არ იფიქროთ, რომ სამყარო ბოროტია, სამყარო თქვენ ხართ ჩემო ძალიან კარგო ადამიანებო. სიბნელე და ადამიანის განადგურებისთვის მზადმყოფი დიდი და პატარა ბოროტები ერთი შეხედვით ჩანან საშიშები, სინამდვილეში არაფრის ძალა არა აქვთ სიკეთის და ადამიანობის წინაშე.

მიყვარხართ, ბედნიერი ვარ, რომ სინათლის მატარებლები ხართ და მეც ვიცი რისთვის დავიბადე, მეც ჩემი პაწაწინა შუქუკათი ერთ-ორს მაინც რომ გავუნათო ბუღდაჯანებიანი სიბნელე.

აუცილებლად დადგება მშვიდი და კეთილი ყოფა ამ ქვეყანაში” – წერს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე  სოციალურ ქსელში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 12, 2016 00:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,001
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics