როგორც ჩანს, ამ ბრძოლას ეკა ბესელიას გუნდი წააგებს – გიგი წერეთელი

მმართველ გუნდში მიმდინარე დაპირისპირება უმრავლესობის დაშლითა და დეპუტატების წასვლით დასრულდება – ასეთია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთლის მოსაზრება.

როგორც წერეთელი ამბობს, ნათელია, რომ მმართველი პარტიის წევრები არ აპირებენ დათმობაზე წასვლას, რის გამოც არ არის გამორიცხული დეპუტატების ნაწილმა პარტია დატოვოს. წერეთელი ვარაუდობს, რომ ამ ბრძოლაში ეკა ბესელიას გუნდი დამარცხდება, რადგან მასთან დაპირისპირებული მხარე უმრავლესობაშია.

“ძალიან მძაფრია დაპირისპირება, ჩვენ ვნახეთ,რომ დათმობას არავინ აპირებს და ასე მარტივად შერიგებით არ დასრულდება დავინახავთ რამდენიმე ადამიანს, ჩემი აზრით,რომელიც ხელისუფლების გუნდს, საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს. როგორც დღეს ჩანს ამ კონფიგურაციით,. ის გუნდი, რომელიც უპირისპირდება ბესელიას, არის უფრო ძლიერი, არ ვფიქრობ, რომ ამ შედარებით მცირე ჯგუფმა მოიგოს ეს ბრძოლა,“-აცხადებს გიგი წერეთელი.

“ქართული ოცნების” ლიდერებს შორის ბოლო დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მიზეზი სწორედ უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები გახდნენ.

ეკა ბესელიას განცხადებას არალოგიკური უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. სწორედ ამის შემდეგ მმართველი გუნდი რამდენიმე ბანაკად გაიყო. ბესელიას მომხრეები, მოწინააღმდეგეები და დეპუტატები, რომლებიც არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება მიმდინარე კვირას კიდევ უფრო გამწვავდა. თანაგუნდელები ერთმანეთს არაერთ ბრალდებას უყენებენ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნება” ეკა ბესელიას ულტიმატუმის შესრულებას და მოსამართლეთა სიის უკან გაწვევას არ აპირებს.

banner
წინა სტატიაშიმწვავე დაპირისპირება “ქართულ ოცნებაში” – ეკა ბესელიამ მხარდამჭერებთან კონსულტაციები დაიწყო
შემდეგი სტატიამმართველი პარტია სამუშაო შეხვედრას მართავს