„როგორც ასპირანტ ქვეყანას საქართველოს გააჩნია ყველა ის ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისათვის,”-სტოლტენბერგი

„როგორც ასპირანტ ქვეყანას საქართველოს გააჩნია ყველა ის ისნტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისათვის და ნატო ერთგულია საქართველოს გაუწიოს მხარდაჭერა ამ გზაზე,“-ამ სიტყვებით მიმართა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რამდენიმე წუთის წინ ნატო-საქართველოს კომისიის წევრებს.

კომისიის სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სტოლტენბერგმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვა იმ მიღწევებს, რომელიც მისი თქმით წინა წლებში ჰქონდა საქართველოს და ასევე იმ სხვერპლს, რომელიც როგორც სტოლტენბერგმა აღნიშა, საქართველოს სამხედო მოსამსახურეებმა გაიღეს საერთო უსაფრთხოების მიღწევისათვის.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ნატო-საქართველოს კომიისიის შექმნის მოკლე ისტორია და ის საკითხები, რომლებსაც განიხილავენ კომისიის ფარგლებში.

banner
წინა სტატიაშიზიდანი, რონალდო, რონალდინიო ამბობდნენ კალაძე ფეხს მიდებსო და ვფიქრობ, უხერხულია ამ ადამიანებისა და ოქრუაშვილის შედარება
შემდეგი სტატია“ნატოში გაწევრიანება არის საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნება” – გიორგი კვირიკაშვილი