როგორც არ უნდა „დაალაგო“ “ფეიკი”, საბოლოოდ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს – მდინარაძე აშშ-ს საელჩოში მომხდარზე

“ოცნების” ლიდერის, მამუკა მდინარაძის აზრით, ტვ პირველის დამფუძნებელმა აშშ-ს საელჩოს ინციდენტზე, პირველ ვერსიაზე უარი თქვა და შინაარსი შეცვალა. მდინარაძე ამ ყველაფერს კამერების ჩანაწრების “გასაჯაროების შიშით” ხსნის და წერს:

“როგორც არ უნდა „დაალაგო“ “ფეიკი”, საბოლოოდ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს!
ალბათ გახსოვთ ორი ვერსია ამერიკის საელჩოში მომხდართან დაკავშირებით:
პირველის მიხედვით, წერეთელმა პროვოკაცია მოუწყო ანრი ოხანაშვილს, ყურში ჩაჩურჩულებით (რაც მაშინ ზოგიერთისთვის სასაცილოდაც „ჩანდა“), მუქარითა და უბინძურესი ბილწსიტყვაობით, უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც შემდეგ ინციდენტი მოყვა.
მეორე ვერსიით, დეპუტატები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, უმიზეზოდ, თავს დაესხნენ წერეთელს.
გუშინ წერეთელმა მის მიერ გახმოვანებულ ვერსიაზე უარი თქვა და პირველი ვერსია დაადასტურა. კამერების გასაჯაროების შიშით აღარ დამალა და თქვა, რომ მართლაც ჰქონდა კომუნიკაცია ინციდენტამდე (ყურში ნამდვილად ჩავჩურჩულეო) ანრისთან და
მხოლოდ ნათქვამის შინაარსი შეცვალა…
გახშირებული მუქარები, მათ შორის პერსონალური შემოთვლები იმიჯური განადგურების მუქარით, პროვოკაციები, უხამსობა და სხვა სახის მდაბიო ბულინგის მცდელობები უდავოდ შეიცავს პანიკის ნიშნებს ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლთა ბანაკში. სიმართლე კი ყოველთვის გაიმარჯვებს, ისევე როგორც ეს ქვეყანა და მისი ეროვნული ინტერესი!” წერს მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ჩეხეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა თურქმენეთში მემორიალური კომპლექსი „ხალხის მეხსიერება“ გვირგვინებით შეამკო