ეს არის ქვეყნის ღალატი და ქვეყნის ღალატზე როგორც 9 აპრილს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, როგორც მარტის დღეებში გავიმარჯვეთ, ისე გავიმარჯვებთ ახლაც! არა რუსულ კანონს! და კი ევროპას!“- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა, პარლამენტთან გამართულ აქციაზე
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით – „ ეს ნიშნავს იმას, რომ არ შეუძლია ამ სისტემას, ამ პარტიას, ივანიშვილს იყვნენ სხვანაირები. ეს არის რუსი ოლიგარქი, ეს არის რუსული ხელისუფლება და რუსული პარტია. ამას როცა ვამბობთ, ვგულისხმობთ იმას, რომ ამ ხალხს უნდა კორუფცია, უნდათ ქვეყნის ჩატოვება ამ ჭაობში, არ სურთ ევროპული ინტეგრაცია, არ სურთ ინსტიტუციების გაძლიერება. ამიტომ ყველანაირ საბოტაჟს, ყველანაირ პროვოკაციას მოაწყობენ, სამოქალაქო დაპირისპირებას გააღვივებენ, ყველა ოპოზიციური პარტიის და ჯგუფის ასე ვთქვათ გაუქმებას მოახდენენ, თუ თვითონ დასჭირდებათ და სჭირდებათ. ასე რომ მათი ეს გზავნილი მიღებულია, ქართველი ხალხის პასუხი კოლაბორაციონისტებისთვის იყო ერთი – ეს არის ქვეყნის ღალატი და ქვეყნის ღალატზე როგორც 9 აპრილს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, როგორც მარტის დღეებში გავიმარჯვეთ, ისე გავიმარჯვებთ ახლაც! არა რუსულ კანონს! და კი ევროპას!“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა