ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკში ჩავიდა – უკრაინის პრეზიდენტმა ამ გზით უპასუხა კრემლის პროპაგანდას, რომ თითქოს უკრაინელებმა ამ ქალაქზე კონტროლი დაკარგეს.
კუპიანსკიდან გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადაა იმ სამხედროებს, ვინც დღე და ღამის განმავლობაში ცდილობენ უკრაინული პოზიციების გამაგრებას.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, კუპიანსკიში უკრაინელების ალყაში 200-ზე მეტი ოკუპანტია. კონტრშეტევით ოპერაციას ბრიგადა “ქარტია” ატარებს სხვადასხვა შენაერთთან ერთად. სამხედროებმა გაათავისუფლეს დასახლებული პუნქტები კონტრაშოვკა და რადკოვკა.
















