როგორ უნდა მოვიქცეთ ტერორისტული თავდასხმისას

როგორ უნდა მოვიქცეთ ტერორისტული თავდასხმისას

როგორ უნდა მოვიქცეთ ტერორისტული თავდასხმისასისეთი მასშტაბის ტერორისტული თავდასხმა, როგორიც პარიზის იყო, სადაც 129 ადამიანი დაიღუპა და 400 მძიმედ დაიჭრა, იშვიათია.
როგორ უნდა მოიქცნენ ჩვეულებრივი ადამიანები ტერორისტული თავდასხმისას?

ბევრი, რომლებმაც პარიზის მოვლენები გადაიტანა, ამბობს, რომ პირველი სროლების ხმა მათ მიიღეს როგორც ფეიერვერკი. როგორც საბრძოლო მოქმედებებში სიცოცხლის შენარჩუნების ფსიქოლოგი და ინსტრუქტორი ჯონ ლიჩი ამბობს, მსგავსი შეცდომა ტიპიურია.
ადამიანები, რომლებიც არ ელოდებია გასროლის ხმას, მას ჩვეულებრივ, ნაცნობ ხმად აღქვამენ.
“ჩვენ ცნობიერებაში უკვე არსებულ გამოსახულებაზე ვრეაგირებთ და არა კონკრეტულად იარაღზე” – ამბობს ის.
დრო, რომელიც იხარჯება რეალობის აღსაქმელად, შესაძლებელია საბედისწერო აღმოჩნდეს. მაგრამ, თუკი ადამიანმა წინასწარ განსაზღვრა ქცევები კონკრეტული სიტუაციისთვის, აღქმის პროცესი ნაკლებ დროს დაიკავებს.

“ასეთ დროს საკუთარ თავს შეკითხვა დაუსვით – თუკი სიტუაცია გართულდება, რას გავაკეტებ მე” – ამბობს ლიჩი.
ძალიან ადვილია იჯდე რესტორანში, ან კინოში და ყურადღება არ მიაქციო საავარიო გასასვლელებს, მაგრამ ადამიანებს შესაბამისი ყურადღება რომ დაეთმოთ ამისთვის, მსხვერპლის რაოდენობა ბევრად შემცირდებოდა. პარიზში საკონცერტო დარბაზზე თავდასხმისას დაცვამ ადამიანების ჯგუფი სცენის მარცხენა გასასვლელიდან გაიყვანა. ადამიანების უმეტესობა შეიარაღებული თავდასხმისას პარალიზებული ხდება და ისინი ფაქტობრივად ვერაფერს აკეთებენ.
ლიჩმა მთელი რიგი მსგავსი ინციდენტები შეისწავლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და დაასკვნა, რომ მხოლოდ 15% იყენებს საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად არსებულ შანსებს. 75% ითრგუნება მომხდარისგან. დანარჩენი 10% ნეგატიურად რეაგირებს და ისე მოქმედებს, რომ საკუთარ და გარშემომყოფების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს – ამბობს ფსიქოლოგი.

მოქმედების მზაობა კრიტიკული სიტუაციებიდან თავის დაღწევის შანსებს ზრდის. თუმცა, ადამიანის ბუნებაში დევს ისე მოიქცეს, როგორც ადამიანების ჯგუფები იქცევიან.
კლასიკური ექსპერიმენტების დონეზე ფსიქოლოგები აკვირდებოდნენ დახურულ შენობაში მყოფი ადამიანების მოქმედებებს, მაშინ, როცა შენობა ივსებოდა კვამლით. ისინი, ვინც შემთხვევის ადგილზე იყვნენ, რეაგირებდნენ უფრო სწრაფად, ვიდრე ადამიანები, რომლებიც ამ ჯგუფების შემადგენლობაში აღმოჩნდნენ.

იან რადის თქმით, რომელიც ყოფილი ინსტრუქტორი და პირადი დაცვის საკითხების სპეციალისტია, მსგავს ექსტრემალურ სიტუაციებში მნიშვნელოვანია თავშესაფრის მოძებნა და თავდამსხმელებისგან მიმალვა. ამისათვის საკმარისია იატაკზე დაწოლა, იდეალურ ვარიანტში კი, სადმე დამალვა.

საუკეთესო თავშესაფარია ბეტონის კედლები. “ჰოლივუდის ფილმებში ხშირად აჩვენებენ, რომ გმირები  ტყვიებისგან მანქანას აფარებენ თავს, მაგრამ ეს იშვიათად მუშაობს, რადგანაც თხელი რკინას არ შეუძლია ტყვიის დაკავება” – ამბობს რიდი. მაგრამ ზოგჯერ მანქანა სჯობს უარაფრობას.
ხალხით სავსე შენობაში ერთ ტყვიას ერთდროულად რამდენიმე ადამიანის დაჭრა შეუძლია. ცეცხლისგან თავდაცვა მხოლოდ იმის ალბათობას ამცირებს, რომ თქვენ მსროლელის სამიზნე გახდებით, და არ ამცირებს გადაჯვარედინელი ტყვიის ცეცხლის საშიშროებას.
პარიზის ტერაქტში გადარჩენილებიდან ბევრი ზუსტად ასე მოიქცა – მათ მაგიდები ამოატრიალეს და მათ უკან დაიმალნენ, ან საკონცერტო დარბაზში დინამიკებს ამოეფარნენ, თუმცა, ამავე დროს დარბაზში ბევრი ადგილი არ იყო თავშესაფრისთვის, რამაც გამოიწვია კიდეც მსხვერპლის დიდი ოდენობა.

ირლანდიელი ცოლ-ქმარი იმის ხარჯზე გადარჩა, რომ მათ თავი მოიმკვდარუნეს. “ბიბისის” კიდევ ერთმა გადარჩენილმა, ტერეზა სიდმა მოუყვა, რომ “ჩვენს გვერდის ერთი მძიმედ დაჭრილი მამაკაცი იწვა და გოდებდა, ჩვენ მას ვუთხარით, ხმა არ ამოეღო და არ ემოძრავა, რადგანაც ტერორისტები ესროდნენ ყველას, ვინც მოძრაობდა”.
“როგორც წესი, ტერორისტები მოძრავ ადამიანებს ესვრიან, განსაკუთრებით, თუკი ეს სიბნელეში ხდება” – ამბობს რიდი.

საკონცერტო დარბაზში რამდენიმე მაყურებელი გასასვლელისკენ გაიქცა იმ მომენტში, როცა ტერორისტები ავტომატებს ტყვიებს უცვლიდნენ. ეს ძალიან სარისკოა, მაგრამ ზოგჯერ გადარჩენის ერთადერთი შანსია. ასევე, როგორც ცნობილია, რამდენიმე ადამიანი მეზობელ ოთახებსა და ტუალეტში დაიმალა და ისინი გადარჩნენ.

იანვარში 24 წლის შავკანიანი გამყიდველი ლასსან ბატილი იმით გახდა ცნობილი, რომ ებრაული მაღაზიის დამთვალიერებლები ექსტრემისტების თავდასხმისას სარდაფში დამალა. მან მაცივარი და შუქი გამორთო და დასახმარებლად გაიქცა. ყველა, ვინც მან გადამალა, გადარჩა.

ზოგიერთ შემთხვევაში, თავდასხმის მსხვერპლი მოძალადეს თავს ესხმის. აგვისტოში, საფრანგეთის მატარებელში მომხდარი შემთხვევა ზუსტად ამის მაგალითია, როცა მგზავრები ერთადერთ ტერორისტს თავს დაესხნენ, რომელიც ავტომატით იყო შეიარაღებული, თუმცა, ოთხი ადამიანიდან, რომელმაც ეს გააკეთა, ორი სამხედრო მოსამსახურე იყო, რომელთაც სპეციალური მომზადება ქონდათ გავლილი და თავდასხმის გადაწყვეტილებაც მაშინ მიიღეს, როცა ტერორისტს ავტომატი გაეჭედა.

t2

როგორც რიდი ამბობს, თუკი არ გაქვთ მიღებული სპეციალური მომზადება, არ ღირს ტერორისტის ფიზიკურ გაუვნებელყოფაზე იფიქროთ. “თქვენ საკუთარ სიცოცხლეს სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებთ” – ამბობს ის. აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ როგორც წესი, ექსტრემისტები ჯგუფურად მოქმედებენ, ზოგიერთ მათგანს კი , შესაძლებელია შეიარაღებული ქამარი ეკეთოს.

ლიბანელმა ადელ ტერმოსმა ბეირუთში გასულ კვირას ათობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, როცა თვითმკვლელ ტერორისტს გადაეფარა. მაგრამ ტერორისტმა ბომბის მზადყოფნაში მოყვანა მოასწრო და ორივე დაიღუპა.
ამის მიუხედავად, ზოგიერთი თვლის, რომ თვითდაცვისთვის მზადება ყველასთვის აუცილებელია. ჯეიმს ალვარესის აზრით, რომელიც მომლაპარაკებელ-ფსიქოლოგია, ისლამური სახელმწიფოს ჯიაჰდისტები ტყვეების აყვანით არ არიან დაინტერესებული. “იქ არავინ არის, ვისთანაც შესაძლებელია  მოლაპარაკებაბზე წასვლა: “როცა ვიცი, რომ დამხვრეტენ, სიცოცხლეს ადვილად არ დავთმობ.”

თუკი თავდამსხმელებისგან გარბიხართ ან იმალებით, აუცილებლად მხნეობა არ უნდა დაკარგოთ. “შეეცადეთ თავშესაფარი დატოვოთ და უახლოსი შესაძლებლობებისას მთავრობას სთხოვოთ დახმარება” – ამბობს რიდი. “გახსოვდეთ, რომ ყოველთვის არსებობს აფეთქების და თავდასხმის განმეორების საშიშროება” – გვახსენებს ის.

იმის ალბათობა, რომ თქვენ გახდებით თავდასხმის მსხვერპლი, დიდი არ არის, მაგრამ თუკი ეს მოხდება, კრის კოკინგის აზრით, რომელიც ხალხის ქცევების სოციალური ფსიქოლოგია, სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა, სიცოცხლის შანსს ზრდის.

როგორ უნდა მოვიქცეთ ტერორისტული თავდასხმისას

2007 წელს ლონდონში ბომბის აფეთქების შემდეგ კოკინგი ბევრს გაესაუბრა და დაასკვნა, რომ ევაკუაციის ყველაზე სწრაფი მეთოდი ჯგუფების თვითორგანიზებულობაა. მხოლოდ ამდაგვარად არის შესაძლებელი მაგალითად, ერთიან გასასვლელტან ჭყლეტის თავიდან აცილება. კოკინგის თქმით, კრიტიკულ სიტუაციებში უმეტესობა ჩვენთაგანი უარს ამბობს ახლობელს დაეხმაროს და დამოუკიდებლად მოქმედებს, სინამდვილეში, ჯგუფური მოქმედება უფრო შედეგიანია – ამბობს ფსიქოლოგი.

მომზადებულია ბიბისის მიხედვით.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი:”რუსეთი თავად ქმნის პრობლემას და მერე თავადვე “აგვარებს””
შემდეგი სტატიაბიბისი: ვინ არის პარიზის ტერაქტების სულისჩამდგმელი