როგორ უნდა გეგონოს, რომ “ოცნება” არჩევნებს სამართლიანად ჩაატარებს? – ნაზი ჯანეზაშვილი

ყოფილი მოსამართლე ნაზი ჯანეზაშვილი “ლელოს’ გადაწყვეტილებას ეხმიანება და წერს, რომ დაშვებული შეცდომების მიუხედავად, ისევ შეცდომებს ვუშვებთ:

“რამდენი შეცდომებია დაშვებული და ისევ ასე გრძელდება.

ოცნების თავდაპირველი პოლიტიკური განაცხადის გამო და პროპაგანდის წყალობით, ამ პარტიას ისეთი ბოროტი ძალის იმიჯი მაინც არ ჰქონდა, როგორიც სინამდვილეში არის.

ამიტომ ზოგს ალბათ სჯერა, რომ ოცნებას რაღაც მომენტში გაახსენდება რომ სამართლიანობის იდეით მოვიდა და მათ არჩევნებში წარმატების მიღწევის საშუალებას მისცემს.

არა და როგორ შეილება ეს მოლოდინი გქონდეს 2020 თუ 2024 წლის არჩევნების მერე? არ ვიცი, როგორ უნდა გეგონოს, რომ ეს პარტია არჩევნებს სამართლიანად ჩაატარებს?!

თუმცა გარკვეულმა სუბიექტებმა სხვა მიზნითაც შეიძლება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა – არაადეკვატური მოლოდინების გამო კი არა, არამედ სრულიად გააზრებულად, გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ”, – წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეა უკრაინასთან ომში რუსეთის დასახმარებლად 30 000-მდე ჯარისკაცს აგზავნის
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია: თქვენი გახლეჩვის და არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლის შედეგებს ვიმკით აქ ყველა