როგორ ტოვებს ვაზიანის სამხედრო ბაზას დაკარგული ჯარისკაცი – თავდაცვა კადრებს ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს ტერიტორიას ჯარისკაცი.

ვიდეოკადრები 21 დეკემბრით თარიღდება და დილით, 10 საათსა და 20 წუთიდან არის გადაღებული.

“ის იმყოფებოდა განწესში 20 დეკემბრიდან 21 დეკემბრის 9 საათამდე. აღნიშნულმა სამხედრო მოსამსახურემ ისარგებლა მისთვის მინიჭებული უფლებით განწესის შემდგომ წასულიყო დათხოვნაში პირადი პატაკის საფუძველზე. დატოვა სამხედრო ნაწილი, რასაც ადასტურებს გარეთ დამონტაჟებული კადრები” – ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი, მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაური გიორგი ჯინჭარაძე

მისივე თქმით, სამხედრო ნაწილში მეორე დრეს უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა არ გამოჩნდა და ამის შემდეგ დაუკავშირდნენ ოჯახს

banner
წინა სტატიაშივაშაძე – არ ვიცი, კონკრეტულად ვინ იყო თაკო ჩარკვიანთან მისული
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მორიგ სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს