მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე ტრადიციული შეკრება უკვე დაიწყეს. აქციის მონაწილეები “ოცნების” ხელისუფლებს ეუბნებიან, რომ შემზღუდავი კანონების არ ეშინიათ და 31 დეკემბერს მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.
ამბობენ, რომ პროტესტი მოთხოვნების შესრულდება არ გაჩერდება.
“არ გავჩერდებით. ახლა ტროტუარის თემა შემოაგდეს, სადღაც 30-მდე საქმეა დაწყებული, ე.წ. საქმეები. როცა ეს ტერიტორია მხოლოდ საქართველოს თავისუფლებისთვისაა, რეჟიმი უკრძალავს ტროტუარზე დგომას ქართველს, რომელიც მოითხოვს სამართალს. როგორ შეიძლება, სიტყვის თავისუფლებისთვის 73 წლის ადამიანს აპატიმრებდე? ან 18 წლის ბიჭს?, – ამბობს მოქალაქე.
















