უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების რამდენიმე სცენარია რეალური. ამასთან, ამ სცენარებიდან ყველა დამოკიდებულია კონკრეტულ ფაქტორებზე, იქნება ეს საერთაშორისო მხარდაჭერა, წარმატებები ფრონტზე, შიდა პოლიტიკური პროცესები და სხვა, – ასეთი აზრი გამოთქვა უკრაინელმა დიპლომატმა უკრაინული მედიაცენტრის ხელმძღვანელმა ვალერი ჩალიმ, რომელმაც მოვლენების განვითარების ოპტიმისტურ და რეალისტურ ვარიანტებზე ისაუბრა.
ოპტიმისტური ვარიანტი გულისხმობს, რომ უკრაინა თავდაცვას აგრძელებს, ეძებს გზებს, უფრო მოცულობითი გახადოს პარტნიორთა სამხედრო დახმარება, ქვეყნის შიგნით კოორდინაციის ბაზას გაზრდის და ეს კოორდინაცია გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯები იქნება და არა ყოყმანი, როდის რა მოხდება.
“იმიტომ რომ ახლა ტვირთი აწევთ კონკრეტულ ადამიანებს აღმასრულებელლი ხელისუფლებიდან, პარლამენტიც კი პროცესებს მიღმაა, არათუ ოპოზიცია და ექსტრემალური გარემოცვა. ორიენტაცია უნდა იყოს სამშვიდობო გეგმაზე საუბარი არაუძველეს ამ წლის ბოლომდე.
შემდეგი სცენარი რეალისტური სცენარია, ხოლო მისგან ოპტიმისტური იმით განსხვავდება, რომ ოპტიმისტურში ჩვენ ვაგრძელებთ ტერიტორიების დეოკუპაციას და მომავალი წელი დასახელებულია, როგორც “გათავისულების წელი”, თუმცა, ჩალის აზრით, ის მლვლენების ასე განვითარების შანსს ვერ ხედავს.
“ამის განვითერბის შანსს ვერ ვხედავ, მაგრამ ყველაფერს გადაწყყიტავს არა ფაქტები, არამედ მონდომება, რომ ცეცხლი, ვთქვათ, 30 დღით შეწყდეს და ტრამპის ადმინისტრაციის იმ თანამშრომლებმა, რომლებიც მოლაპარაკებებზე არიან მიწვეული, აპლოდისმენტები მიიღონ.