,,როგორ შეიძლება, ამის უკან იდგეს ბიძინა ივანიშვილი”

“როგორ შეიძლება, ამის უკან იდგეს ბიძინა ივანიშვილი,” – ამბობს თავდაცვის მინისტრი, რომელიცმრეწველების ლიდერის, გოგი თოფაძის, უკან ყოფილ პრემიერს არ მოიაზრებს.

თინა ხიდაშელის თქმით, ამ კამპანიის უკან გარე ძალები დგანან, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოში ძალზედ გააქტიურებულია.

თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადებები გადაცემა არჩევანში გააკეთა.

„ეს არის კოალიციის საწინააღმდეგო ქმედება. ეს გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიციის წინააღმდეგ მიმართულია და როგორ შეიძლება, ამის უკან იდგეს ბიძინა ივანიშვილი. დიახ, ეს არის კამპანიური მოქმედება. დიახ, ამის უკან დგანან ძალები. ოღონდ, ეს ძალები კოალიციაში არ უნდა ვეძებოთ. ეს ძალები ჩვენს მეზობელ ქვეყანაში უნდა ვეძებოთ,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიკალაძეს პარლამენტში ელოდებიან
შემდეგი სტატია,, მაინტერესებს, რას ფიქრობს სტალინზე სესიაშვილი, როცა ამბობს, რომ მე თოფაძესთან მაქვს პიროვნული დაპირისპირება”