როგორ შეიძლება ამ კაცის ბედის ანაბარა მიტოვება, ეს დიდი დანაშაულია – დავდგეთ ერთად და ვუთხრათ მთავრობას: გადაიყვანეთ სამკურნალო დაწესებულებაში, გადავარჩინოთ სიკვდილს – ანზორ მელია სააკაშვილზე

ექიმ ანზორ მელიას შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის „ბედის ანაბარა მიტოვება დიდი დანაშაულია და ამას ჩვენ თავს ვერასდროს ვაპატიებთ“.

„მე ბატონი პრეზიდენტი არ მინახავს, მაგრამ, რასაც ტელევიზიით ვუყურებ, როგორ გახდა ცუდად ან რა ფერი ადევს, ძალიან ჭკვიანი და გამოცდილი ექიმიც არ არის საჭირო რომ იყო, ე.ი. რაღაც რთული პროცესები მიდის, მითუმეტეს, ძალიან ვენდობი სახალხო დამცველს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კომისია დაკომპლექტებულია უაღრესად პროფესიონალი ექიმებით, რომლებიც შეუძლებელია რამეზე გაიყიდონ. შეუძლებელია ვინმემ შეაშინოს, შეუძლებელია ვინმემ „მოთაფლოს“, რომ დააწერინოს ის, რაც არ არის, ისინი სუფთა პროფესიონალი ექიმები არიან, მე მათი მჯერა. ნახეთ კაცი ფეხზე ვერ დგას, რა შეშუპებული სახე აქვს, როგორი გაყვითლებულია, როგორ შეიძლება ამ კაცის ასე ბედის ანაბარა მიტოვება, ეს დიდი დანაშაულია და ამას ჩვენ თავს ვერასდროს ვაპატიებთ. ამიტომ, მივმართავ ქართველებს, მეგობრებს, ექიმებს, ვინც სახლში სხედხართ, ტელევიზორს უყურებთ, ადექით, მოდით, დავდგეთ ერთად და ვუთხრათ ამ მთავრობას, რომ ჩვენ არ მოვითხოვთ მის გათავისუფლებას. გადაიყვანეთ სამკურნალო დაწესებულებაში, გადავარჩინოთ ადამიანი სიკვდილს და მერე რაც ეკუთვნის ის იყოს“, – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიმედიის ინფორმაციით, რუსეთში, ტიუმენის ოლქში სავაჭრო ცენტრი იწვის
შემდეგი სტატიავესაუბრე სალომე ზურაბიშვილს, მადლობა გადავუხადე ქართველ ხალხს მოლდოვას მიმართ გამოჩენილი სოლიდარობისთვის – სანდუ