როგორ შეიძლება, ადამიანების ჯგუფი ბიძინა ივანიშვილის მიმართ მუდმივად ასეთ უზნეო შეტევას აკეთებდნენ? – ამ უზნეოთა შორის არის პოდოლიაკიც – ვოლსკი

იმის გამო, რომ ივანიშვილის პოლიტიკური შეხედულება არ ემთხვევა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ შეხედულებას, როგორ შეიძლება, რომ ადამიანების ჯგუფი მის მიმართ მუდმივად ასეთ უზნეო შეტევას აკეთებდნენ? – მათ შორის, ამ უზნეოთა შორის არის პოდოლიაკიც , – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომ ყველა რუსი ოლიგარქი უნდა დასანქცირდეს, მათ შორის, ივანიშვილიც.

ვოლსკის განცხადებით, პოდოლიაკის შეხედულებები და რიტორიკა სხვაგვარი იყო ახლახანს, როცა “რუსულ იდეას ემსახურებოდა”.

“ხისტი განცხადება შეიძლება საპასუხოდ გააკეთო და ეკუთვნის კიდევაც, ესაა ადამიანი, რომელიც სულ სხვა განცხადებებს აკეთებდა სულ ახლახანს, რომ მისთვის მთავარია შემოსავალი, პირადი სარგებელი და ნებისმიერ პოლიტიკურ მიმდინარეობას თუ პარტიას ჩაუდგება სამსახურში. ის იყო უახლოესი პიროვნება იანუკოვიჩის და სხვა შეხედულებები, რიტორიკა ჰქონდა, როცა რუსულ იდეას ემსახურებოდა, სულ ახლახანს იყო ეგ. დღეს სხვა შეკვეთა აქვს, სხვა თემაზე ლაპარაკობს და ეს მგონია უფრო თავის გამოსაჩენად ხდება, რომ ვითომ ვიღაცას არ ჩამორჩეს პროდასავლურ დამოკიდებულებაში. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, არ არსებობს თემა, რომელშიც შეიძლება შეედავო მის დამოკიდებულებას სამშობლოს და ქვეყნის მიმართ, თუნდაც, ის პროექტები ავიღოთ, დღეს რასაც აკეთებს, სიმსივნის მკურნალობის ცენტრი, უშველებელი ფერდობის გაჯანსაღება და ა.შ. როგორ შეიძლება, რომ მუდმივად, ადამიანების ჯგუფი იმის გამო, რომ მისი პოლიტიკური შეხედულება არ ემთხვევა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ შეხედულებას, მის მიმართ ასეთ უზნეო შეტევას აკეთებდნენ, მათ შორის, ამ უზნეოთა შორის არის პოდოლიაკიც”, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშითამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანის უდანაშაულოდ ცნობაზე – იმედგაცრუებული ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით – რას ვეუბნებით სხვა ქალებს?!
შემდეგი სტატიაიმის გამო რომ მძიმე ავადმყოფია ჩემი შვილი, გამოკვლევები გრძელდება – გიული ალასანიამ სააკაშვილი მოინახულა