როგორ შეიცვალა ტურისტული ნაკადები თურქეთში…?

თურქეთის ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, თურქეთში სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადის პროცენტულმა მაჩენებლებმა ცვლილება განიცადა და საერთო ჯამში უმნიშვნელოდ იკლო…

გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მეტი კლება იაპონიიდან ჩამოსულ ტურისტებზე მოდის – 37%. მეორე ადგილზე კი – იტალიაა, საიდანაც ჩამოსულებს 26% მოაკლდათ. 18-18 %-თ იკლო ტურისტების რაოდენობამ რუსეთიდან და საფრანგეთიდან… სამაგიეროდ 30 %-თ გაიზარდა ტურისტების რაოდენობა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ერაყიდან, საერთო ჯამში კი, თურქეთში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ტურისტების ნაკადმა 1,36 %-თ მოიკლო. 2015 წლის 11 თვის მონაცემებით თურქეთი 34,8 მილიონმა ტურისტმა მოინახულა. ჩამოსულთაგან ყველაზე მეტი – გერმანელები – 15,5%, რუსები -10,4% და ინგლისელები -7% არიან.

ტურისტების ნაკადის მცირეოდენით კლებას, თურქული ტურიზმის მესვეურები უსაფრთხოების პრობლემებსა და რუსეთთან გამწვავებულ სიტუაციას უკავშირებენ. არსანიშნავია, რომ 2014 წელს თურქეთი, 4,38 მილიონმა რუსმა ტურისტმა მოინახულა.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიცხინვალში ახალ წელს პანკისიდან ,,ისლამური სახელმწიფოს,, თავდასხმას ელოდებიან…
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი თელავში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება