როგორ ფიქრობთ, რატომ არცერთი არ მოკვდა? – მეუფე სტეფანე მარტვილზე

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს აზრით, ეპარქიაში მომხდარი ინციდენტისას, რომლის დროსაც აივანი ჩაინგრა და ჟურნალისტები დაშავდნენ, მათ შორის არცერთი იმიტომ არ გარდაიცვალა, რომ უფალი დაეხმარათ. მისივე განცხადებით, ეს იმიტომ მოხდა რომ მან ილოცა და დაშავებულები ღმერთს მიანდო.

მეუფე სტეფანეს თქმით, “გალობა ერთადერთი საშუალებაა, რომლითაც შესაძლებელია დაისადგუროს სიმშვიდემ”, როგორც ის ამბობს, “ამ სიმშვიდის დასადგურებისთვის” აღარაფერს აქცევდა ყურადღებას და “დაიწყო გალობა”.

“ლოცვა შველის ადამიანს როცა ცუდადაა? მე ასე ვიცი, რომ როდესაც ადამიანისთვის, მას ჯანმრთელობაშიც ეხმარები და სიკვდილისგანაც გადაარჩენ. როცა ჩვენ დავიწყეთ ლოცვა, თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, იქიდან გადავარდნილი ადამიანები, რატომ არცერთი არ მოკვდა, ან რამე არ მოუვიდა? ღმერთი არ შეცვლის? ღმერთი არ მიეხმარა? თავისით გახდნენ კარგად? უფალმა გახადა კარგად. მე ვილოცე, მე ღმერთს მივანდე”, – ამბობს მეუფე სტეფანე.

banner
წინა სტატიაშინაზი ჯანეზაშვილი – სისტემაში არის კლანი და სასამართლოს სჭირდება რეალური რეფორმა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი Amazon-თან ერთად ფინტექ ვებინარს გამართავს