საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 24 სახელმწიფო თეატრი 49 021 200 ლარით ფინანსდება.
BM.GE-ის ინფორმაციით, მონაცემები აჩვენებს, რომ თეატრებს შორის ბიუჯეტის გადანაწილება საგრძნობლად განსხვავებულია.
დოკუმენტიდან ჩანს, რომ მხოლოდ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დაფინანსება მთლიანი საბიუჯეტო რესურსის დაახლოებით 34.2%-ს შეადგენს. ხოლო ყველაზე მცირე ბიუჯეტი ჩრდილების თეატრს “აფხაზეთი” გამოეყო.
დაფინანსების მოცულობის მიხედვით დედაქალაქის სცენები ლიდერობენ, თუმცა ხუთეულში ხვდება ქუთაისის ოპერის თეატრიც, რაც მას რეგიონულ თეატრებს შორის ყველაზე მაღალბიუჯეტიან დაწესებულებად აქცევს.
ცნობისთვის, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ₾30.9 მილიარდს შეადგენს.
ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები შემდეგნაირად ნაწილდება:
1. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი – 16.7 მილიონი
2. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი – 4.6 მილიონი
3. თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – 3.6 მილიონი
4. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი – 2.8 მილიონი
5. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი – 2.6 მილიონი
6. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი – 2.0 მილიონი
7. ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – 1.9 მილიონი
8. ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი – 1.4 მილიონი
9. ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – 1.4 მილიონი
10. ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – 1.3 მილიონი
11. თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი – 1.2 მილიონი;
12. ქ. გორის გ. ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – 987.9 ათასი;
13. ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – 917.0 ათასი;
14. თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – 873.0 ათასი;
15. ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – 854.8 ათასი16. ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – 823.3 ათასი;
17. მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – 792.6 ათასი;
18. თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრი – 720.0 ათასი;
19. ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – 705.1 ათასი;
20. ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – 645.9 ათასი;
21. ქ. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – 571.5 ათასი;
22. ქ. სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – 567.7 ათასი;
23. ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – 385.1 ათასი;
24. ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრი “აფხაზეთი” – 219.7 ათასი

















