როგორ მოწამლეს რუსი აგენტი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში

ბრიტანეთის პოლიცია და ტერორიზმთან ბრძოლის ქვეგანყოფილება რუსეთის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეს ერთად იძიებენ. შემთხვევა ლონდოდინად ორი საათის სავალზე, პატარა ქალაქ სოლსბერიში მოხდა, სადაც ცხოვრობდა სერგეი სკრიპალი. მოწამვლის შედეგად ორივე, მამაც და შვილის კრიტიკულ მდგომარეობაში არიან.
სკრიპალის ერთ-ერთი ნათესავი “ბიბისისთან” საუბარში აღნიშნავს, რომ უშიშროების ყოფილმა აგენტმა იცოდა, რომ მას თავს არ დაანებებდნენ.
სკრიპალი 2006 წელს ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს რუსეთში, 2010 წელს კი ის აშშ-ს გაუცვალეს რუს აგენტებში. მისი ნათესავები ამბობენ, რომ უცხო ქვეყნის აგენტობის შესახებ საქმე სპეციალურად შეუკერეს სკრიპალს.
დაშავებულების საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ უსაფრთხოების მიზნით საავადმყოფომ ავადმყოფების მიღება შეწყვიტა, ადგილზე, კი, სადაც სკრიპალი და მისი ქალიშვილი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, დეზინფექცია ჩატარდა.
გუშინ გვიან ადგილობრივი პოლიცია იტალიურ რესტორან Zizzi-ს ეწვია, რომელიც იმ ადგილიდან მოშორებით არის, სადაც მამა-შვილი ცუდად გახდა. წინასწარი მონაცემებით, ზუსტად Zizzi-ში იყვნენ სკრიპალი და მისი ქალიშვილი ცუდად გახდომამდე. რესტორანი დროებით დახურეს, თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ ისევ დართეს მუშაობის უფლება.
პოლიცია ჯერეჯრობით მომხდარის ვერსიებზე არ საუბრობს.
“სკრიპალის საქმე დიდ ინტერესს იწვევს იმის გამო, რომ ის რუსეთის ყოფილი აგენტია, მაგრამ მანამდე, სანამ არ დავადგენთ რა მოხდა, შეფასებებს ვერ გავაკეთებთ” – განაცხადა ბრიტანეთის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ენი მეშონმა.
“ბიბისის” მიმომხილველი 2006 წელს ლონდონში გარდაცვლილ რუსეთის ყოფილ აგენტს ალექსანდრე ლიტვინენკოს იხსენებს, რომელიც, ასევე მოწამლეს.

banner
წინა სტატიაშიკიმ ჩემ ინმა სამხრეთ კორეის დელეგაციას ოთხსაათიანი სადილით უმასპინძლა
შემდეგი სტატიაწმინდა სინოდის მღვდელმთავრების საიდუმლო შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან