როგორ მოქმედებს ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა “რკინის გუმბათი”

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა “რკინის გუმბათი” ისრაელის სამხედრო არსენალში უკვე 10 წელია შედის. პალესნტინა-ისარელის კონფლიქტის ესკალაციის დაწყებიდან, სოციალურ ქსელში ასობით ათასი ნახვა აქვს ვიდეოებს, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ მოქმედებს “რკინის გუმბათი”. განსაკუთრებით, თელ-ავივის სარაკეტო თავდასხმისას. ათობით მანათობელი ბურთი მოძრაობს ღამის ცაზე, შემდეგ ისმის აფეთქების ხმა და ნათდება. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობისთვის საშიშროებამ გადაიარა.
“რკინის გუმბათის” ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა რადარისა და საკონტროლო ცენტრისგან შედგება. ისინი რაკეტის მოახლოვებას გრძნობენ და წამებში შეუძლიათ მიზნის ტრაექტორიის გამოთვლა. ძალიან მნიშვნელოვანია სისტემის მუშაობის სისწრაფე: ისრაელის ქალაქებსა და ღაზას სექტორს შორის არსებული მანძილის გასავლელად რაკეტებს 15-დან 90 წამამდე სჭირდებათ.

“რკინის გუმბათის” მესამე ელემენტია მოწინააღმდეგის რაკეტების ჩამოსაგდებად მათი დაინსტალირება. სისტემის თითოეულ ბლოკში ასეთი სამი-ოთხი მოწყობილობა შედის, მათ შეუძლიათ 20-მდე რაკეტის გასროლა. რაკეტას მხოლოდ მაშინ უშვენებენ, როცა სისტემა გამოითვლის, რომ ის დასახლებული პონქტისკენ მიემართება. “რკინის გუმბათის” რაკეტა უშუალოდ მოწინააღმდეგე რაკეტას არ ეჯახება, არამედ, მის გვერდით ფეთქდება და ამდაგვარად ანადგურებს მას. ცხადია, საშიშია ციდან ჩამოყრილი რაკეტების ნარჩენები.
“რკინის გუმბათის” სისტემის გადაადგილება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზეა შესაძლებელია. მიმდინარე მომენტში ისრაელს ათი ასეთი მობილური ბლოკი აქვს. ისრაელის სახელმწიფო საწარმოოს Rafael Defence Systems-ის ინფორმაციით, თითოეულ ასეთ დანადგარს 70 კილომეტრში შეუძლია ქალაქები დაიცვას. ისრაელის სრული ტერიტოტიის დასაცავად მსგავსი 13 მოწყობილობაა საჭირო. მწარმოებელის თქმით, აღნიშნული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ეფექტურობა 90%-ია.

პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში, რომელიც რამდენიმე დღეა გრძელდება, გადადგურდა ყველა რაკეტა, რომელიც ღაზადან ისრაელის დასახლებული პუნქტისკენ იყო მიმართული. ისრაელის თავდაცვის უწყებების მიერ გავრცელებული მონაცემებით, კონფლიქტის დასაწყისში 10 მაისს ღაზადან ათასზე მეტი რაკეტა იყო გამოშვებული, მათგან 200-მდე თვითონვე აფეთქდა ღაზას ტერიტორიაზე. სავარაუდოდ, “ჰამასი” “რკინის გუმბათის” ეფექტურობას ცდიდა, ან რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას სრული დატვირთვით ამუშავებდა.

მედიის ინფორმაციით, ისრაელს სისტემის თითოეული გაშვება 66 ათასი ევრო უჯდება. ზუსტად ეს არის იმის მიზეზი, რომ სამხედროები მხოლოდ დასახლებულ პუნტისკენ მიმართულ რაკეტებს ანადგურებენ. “რკინის გუმბათის” გამოგონებას ნაწილობრივ აშშ აფინანსებდა. ვაშინგტონმა, საკუთარი საჭიროებისათვის “რკინის გუმბათის” ორი სისტემა თავადაც შეიძინა.

მომზადებულია “დოიჩე ველეს” მიხედვით

banner
წინა სტატიაში“ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი ნინო ტალიაშვილი “სინოფარმით” აიცრა
შემდეგი სტატიაწუხელ ისრაელი 40 წუთი ბომბავდა “ჰამასის” გვირაბებს