როგორ მოკლეს იჩქერიის პრეზიდენტი 1996 წლის 21 აპრილს – მკვლელობის მომენტი და დეტალები

1996 წლის 21 აპრილს, ულტრათანამედროვე აპარატურის მეშვეობით, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოხდა იჩქერიის პრეზიდენტის თანამგზავრული ტელეფონის, სატელეფონო საუბრის გადატაცება და პრეზიდენტის ადგილმდებარეობის დადგენა. რის შემდგომაც, ჯოხარ დუდაევის მისამართით, რუსეთის მოიერიშე ბომბდამშენის მიერ, გაიტყორცნა მაღალი სიზუსტის გამანადგურებელი რაკეტა. ძლიერი აფეთქების შედეგად, დაიღუპნენ ჯოხარ დუდაევი და მისი თანმხლები პირები.

ეს აპარატურა ელცინის სპეციალური დავალებით, რუსეთის სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურმა პერსონალმა, სპეციალურად დუდაევის ლიკვიდაციის ამ ოპერაციისათვის შექმნა. ულტრა-თანამედროვე აპარატურას შეეძლო დუდაევის კუთვნილი თანამგზავრული ტელეფონიდან, თანამგზავრისაკენ გაშვებული სხივის ამოცნობა და კოორდინატების დადგენა. კრემლს ამ აპარატურის დამზადება 1 მილიონ 200 ათასი დოლარი დაუჯდა.

რეალურ დროში, რაკეტის აფეთქებამდე ერთი წამით ადრე, რუსული მართული რაკეტის (მოდიფიკაციით Х-27ПС, იწონის 300კგ)., გასროლის მომენტში, მართულ რაკეტაზე სპეციალურად ამ ოპერაციისათვის დამონტაჟებული კამერით, გამოგზავნილი ვიდეოს გადაღებული ფოტო, პირველად გამოქვეყნებული იყო, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან ანუ NSA დაახლოვებულ ამერიკულ სერიოზულ და ავტორიტეტულ ჟურნალში.

ეს ფოტო ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ (NSA), რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეცსამსახურის ГРУ-ს, მაღალჩინოსანი თანამშრომლისაგან, საიდუმლოდ მოიპოვა და შემდეგ არაოფიციალურად, ამერიკულ ჟურნალს გადასცა გამოსაქვეყნებლად. ამ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ნივის მარკის ავტომობილთან მდგომმა, კავკასიის გმირმა ჯოხარ დუდაევმა, ბოლო წამებში გაიგონა რაკეტის ხმა და მოასწრო აეხედა, რაკეტის მოძრაობის მიმართულებისთვის.

მიუხედავად ყველაფრისა, ის არც კი განძრეულა, ტელეფონიც კი არ გააგდო ხელიდან და მოახლოებულ სიკვდილს ღირსეულად შეხვდა: ბოროვოის განმარტებით, როცა რაკეტა დაუნახავს, მისი ბოლო სიტყვები ყოფილა: “მოგვიანებით გადმოგირეკავ” და სატელეფონო კავშირიც გამწყდარა.

თორნიკე სავანელი

banner
წინა სტატიაში“მათ შურისძიების მახვილი უნდა მიეღოთ და მიიღეს კიდეც”, – პუტინი სუმის დაბომბვაზე
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი – ჩვენ გვქონდა კარგი შეხვედრები უკრაინისა და რუსეთის საკითხზე, ძალიან კარგი შანსი არსებობს შეთანხმებისთვის