დღეს, დაახლოებით სამი საათის წინ, გუდაუთის რაიონის სოფელ აბგარხუხში, სნაიპერმა მოკლა 5ოწლის (8 აგვისტოს ის 51 წლის ხდებოდა) ცნობილი აფხაზი კრიმინალური ავტორიტეტი, “კანონიერი ქურდი” თემურ ახუბა, მეტსახელად “დინ რიდი”.
როგორც თვითმხილველები იტყობინებიან, სნაიპერმა სულ სამჯერ გაისროლა, აქედან ორი ტყვია ახუბას თავში, ერთი კი მუცელში მოხვდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
აფხაზური ე.წ. მილიციის წარმომადგენლებმა მალევე დააკავეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელსაც არ დაუმალავბს, რომ დიდხანს უსაფრდებოდა “კანონიერ ქურდს” და როცა შესაფერისი მომენტი იპოვა, მისი მკვლელობის შესახებ განზრახვა სისრულეში მოიყვანა.
მკვლელობა “კანონიერ ქურდ” აკხაზ აგრბას წლისთავის სუფრასთან მოხდა, როცა “დინ რიდი” სუფრიდან ადგა და ეზოში სიგარეტის მოსაწევად გავიდა.
ალხაზ აგრბას მოსახსენიებელ სუფრასთან ისხდნენ ასევე სხვა “კანონიერი ქურდები” – “ვალერა” და “ნანიკი”. ერთ-ერთი ვერსიით, სუფრა ოდნავ ადრე დატოვა კიდევ ერთმა აფხაზმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა, მეტსახელად “პაკამ”.
თემურ ახუბა სოხუმელია, ის “კანონიერ ქურდად” 2013 წელს “მონათლეს”, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ სტატუსი შეუჩერეს გუდაუთელი “ქურდების” “ასტამურისა” და “ხასის” ინიციატივით. ორი წლის შემდეგ მათი გადაწყვეტილება “პიზამ”, “პაკამ” და “იურამ” დაადასტურეს.
აღსანიშნავია, რომ იმავე, 2019 წელს, “ასტამური” და “ხასი” სოხუმის სანაპიროზე, რესტორნის გარე პერიმეტრზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.