როგორ მოხვდა თურქი პარლამენტარი სოხუმში ხაჯინბასთან?

თურქეთის დიდი მეჯლისის (პარლამენტი) წევრი – ენგინ ოზქოჩი (Engin Özkoç), 23 მარტს სოხუმში, აფხაზი მოჰაჯირების მონაწილეობით გამართულ, რეპატრიანტთა კომისიის საიუბილეო ყრილობაზე, დეფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯინბასთან ერთად იმყოფებოდა.
აფხაზური წარმოშობის ენგინ ოზქოჩი, თურქეთის მთავარი ოპოზიციური ,,სახალხო რესპუბლიკური პარტიის,,  (Cumhuriyet Halk Partisi ,,CHP,,) წევრია. ინფორმაციას და ფოტომასალას,  ოზქოჩის სოხუმში სტუმრობის შესახებ, მისივე  პარტიის მთავარი ორგანო და თურქეთში  მთავარი ოპოზიციური გაზეთი ,,ჯუმჰურიეთი,, (Cumhuriyet) აქვეყნებს.
ეჭვს არ იწვევს, რომ თურქი პარლამენტარი, რომელიც როგორც ჩანს პირველად არაა აფხაზეთში, მიუხედავად აფხაზური წარმომავლობისა, ის ძილშიც კი თურქეთის რესპუბლიკის ოფიციალური პირია. საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გვერდის ავლით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლა კი,  საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა ნებისმიერი უცხოელი მოქალაქის მხრიდან. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებას, წესით აქამდეც უნდა მოეხდინა რეაგირება.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური. 

banner
წინა სტატიაში“თაიმერი”-სამთავრობო კარუსელი
შემდეგი სტატიატუსკი: ევროპელებიც გლოვობენ რუს ხალხთან ერთად