როგორ მოხვდა ილჰამ ალიევი დიდი ოცეულის (G-20) სამიტზე…?

ANTALYA'DA DUZENLENEN G-20 ZIRVESI'NE KATILAN ULKE LIDERLERI, REGNUM OTEL'DE 'AILE FOTOGRAFI'NDA BIR ARAYA GELDI. (FOTO: DHA-ANTALYA-G20)

ilhamთურქეთში მიმდინარე დიდი დიდი ოცეულის (G-20) სამიტს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არამხოლოდ დაესწრო, არამედ სიტყვითაც გამოვიდა…

თურქული და ზერბაიჯანული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ალიევი ანტალიას სამიტზე, მასპინძელი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდორანმა საგანგებოდ დაპატიჟა.

საგანგებოდ მიწვეულ სტუმარს, მსოფლიოს უდიდესი 20 ქვეყნის ლიდერის წინაშე სიტყვით გამოსვლის უფლებაც მისცეს და ალიევმაც თავისი ქვეყნის ბოლო წლების ეკონომიკურ მიღწევებზე და სასიკეთო საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა დამსწრეთა წინაშე… მან, თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი პირველად იქნა მიწვეული მსგავსი დონის ფორუმზე, რისთვისაც მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტს. ალიევმა, ასევე  სამძიმარი გამოუცხადა საფრანგეთისა და თურქეთის მოსახლეობას, რომლებმაც ბოლო პერიოდში ტერაქტებით ასეულობით ადამიანი დაკარგეს.

www.timer.ge

 

 

banner
წინა სტატიაშიფრანგულმა ავიაციამ სირიაში ,,ისლამური სახელმწიფოს,, პოზიციების შტურმი დაიწყო…
შემდეგი სტატიათბილისში 20 წლის ფეხბურთელი მოკლეს