29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

როგორ მოიხსნა 70 წლისა და დიპლომის ჩამკეტი ბარიერები სინოდში? – მეუფე იაკობი პატრიარქის არჩევის ფარულ დეტალებზე

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ამბიონიდან 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის არჩევის უცნობ კულუარებზე ისაუბრა. წმინდა სინოდის წევრმა განმარტა, თუ როგორ მიმდინარეობდა შიდა განხილვები 70-წლიან ასაკობრივ შეზღუდვასა და უმაღლესი განათლების დიპლომის აუცილებლობაზე, რასაც მანამდე საზოგადოებაში კრიტიკა მოჰყვა.

მისი თქმით, არჩევნების დროს სინოდის წევრებმა უდიდესი გამოცდა ჩააბარეს და პირველობისთვის ბრძოლა არავის დაუწყია:

„თავიდან წავიდა დებულების კრიტიკა — რატომ არის 70 წელი ჩაწერილი, რაც ჩამკეტი იყო რეალურად? რატომ მოითხოვება უმაღლესი განათლება? ნუთუ შეიძლება ეპისკოპოსები გაუნათლებლები იყვნენ-მეთქი, ვამბობდით. 15 ადამიანს შეეძლო ამ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. 15-დან 9-მ საბოლოოდ უარი თქვა. 6 დარჩა, ჩატარდა ტური და 3 ადამიანი გამოვიდა.

საბოლოოდ, აქ დამარცხებული არავინ არის, ეკლესიამ გაიმარჯვა. როდესაც უწმინდესი შიო რეგალიებს იღებდა, ის ადამიანები, რომლებიც კანდიდატები იყვნენ ან მოიაზრებოდნენ, ყველამ სიხარულით გადასცა. თუ ადამმა და ევამ გამოცდა ვერ ჩააბარეს, ჩვენს სინოდში იმ ადამიანებმა გამოცდა ღირსეულად ჩააბარეს“, — აღნიშნა მეუფე იაკობმა.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლებები ეკლესიას კონკურენტად მოიაზრებენ”- მეუფე იაკობი
შემდეგი სტატია“ეკლესიაში ერთობაა”- ბოდბელი მთავარეპისკოპოსი საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე