„როგორ მოახერხეთ, რომ შევარდნაძისა და საბჭოთა ჯარის ტრადიციები დააბრუნეთ ქართულ არმიაში” – ნადირაშვილი იზორიას მიმართავს

ხელებს ნუ იშვერთ აქეთ-იქით, არ გირჩევთ მაგას – ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა თავდაცვის მინისტრს, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო რესურსების ხარჯვაზე საუბრობდა.

ირმა ნადირაშვილმა ლევან იზორიას ურჩია, ან მტკიცებულებები წარმოადგინოს, როცა სხვადასხვა ბრალდებებს აჟღერებს, თორემ მტკიცებულებების გარეშე მასაც შეუძლია თქვას, რომ იზორია და მისი ოჯახის წევრები სიგარეტის კონტრაბანდაში არიან ჩართული.

ირმა ნადირაშვილმა ასევე ჰკითხა მინისტრს თუ, როგორ მოახერხა მან ქართული არმია შევარდნაძისა და საბჭოთა არმიისთვის დაემსგავსებინა.

„როგორ მოახერხეთ, რომ შევარდნაძისა და საბჭოთა არმიის ტრადიციები დააბრუნეთ ქართულ ჯარში. ვგულისხმობ კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ ფაქტს, რომელიც ასევე “რუსთავი 2”-მა გამოააშკარავა, თქვენ რომ არ მოგწონთ, მათ რომ არ გაეკეთებინათ ეს, ალბათ ისევე მიაჩუმათებდით, როგორც სხვა შემთხვევაში ახერხებდით,“-ამბობს ირმა ნადირაშვილი.

banner
წინა სტატიაშიიყო ფულის გამოძალვის, ნეპოტიზმის, დედოვშინის ფაქტები… როგორ ახერხებთ აიცილოთ პასუხისმგებლობა? – კანდელაკი იზორიას
შემდეგი სტატიაპაატა დავითაია: “ნატომ პირდაპირ გვითხრა, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს”