როგორ მიმდინარეობს ზუგდიდის არჩევნები 12 საათის მონაცემებით?

არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” აკვირდებიან განმეორებითი კენჭისყრის პროცედურებს ზუგდიდის სამ საარჩევნო უბანზე და 12:00 საათის მდგომარეობით მონაცემებს აქვეყნებს.

2016 წლის 22 ოქტომრბის განმეორებითი კენჭისყრა 12 საათის მდგომარეობით ზუგდიდის სამ საარჩევნო უბანზე (სოფ. ჯიხაშკარის 66.67.38, 66.67.79 და სოფელ განმუხურის 66.67.108 უბნებზე) მშვიდად მიმდინარეობს.

დაკვირვების ფარგლებში სამივე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა. თუმცა ჯიხაშკარის ორივე უბანს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, რის გამოც პროცედურები სანთლის შუქზე ჩატარდა, ელექტროენერგიის მიწოდება მალევე აღდგა.

სამივე უბნიდან მცირე ხნით დაგვიანდა გადასატანი ყუთის გატანა (განმუხურის 38-ე უბანზე 15 წუთით, ჯიხაშკარის 79-ე უბანზე 19 წუთით და 108-ე უბანზე 10 წუთით). აღნიშნული გამოწვეული იყო პროცედურების არადროული შესრულებით. აღნიშნული არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ხარვეზს, თუმცა მიუთითებს იმაზე, რომ კომისიებს უჭირთ პროცედურების განსაზღვრულ დროში დასრულება.

108-ე უბანზე საარჩევნო სუბიექტის და კომისიის წევრს შორის შეკამათება მოხდა, სიტუაციის განსამუხტად სამართალდამცავების ჩარევვა გახდა საჭირო, თუმცა ვითარება მალე დალაგდა.

საარჩევნო უბნებზე არ ფიქსირდება მნიშვნელოვანი ხარვეზები და პროცესი მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული წესით. აუცილებელია, განმეორებითი კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში გაგრძელდეს. დღის განმავლობაში არსებული სიტუაციის შესახებ საზოგადოებას კვლავ მოვახსენებთ განცხადებების სახით.

განცხადება მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციების „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ” და „ჰელფინგ ჰენდის” მიერ პროექტის „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მხარდაჭერით. განცახდების შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მოსაზრებას.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია გიგა ბოკერიას განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს
შემდეგი სტატია12.00 საათის მონაცემებით, ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე ხმა უკვე მისცა 303-მა ამომრჩეველმა