როგორ მიმდინარეობს საპენსიო რეფორმა – შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში

საპენსიო რეფორმისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამის შესახებ ,,თაიმერს” ადმინისტრაციიდან აცნობეს.

შეხვედრაზე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა და ეროვნულმა ბანკმა წარადგინეს ანგარიში რეფორმების მიმდინარეობის შესახებ, ასევე იმსჯელეს ცალკეულ საკვანძო საკითხებსა და რეფორმის განხორციელების ვადებზე.
აღინიშნა, რომ საპენსიო რეფორმაზე მუშაობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ის 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება. მანამდე, მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და უზრუნველყოფილი იქნება საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური ინფრასტრუქტურა.
სამუშაო შეხვედრაში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, ასევე – ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები მონაწილეობდნენ.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკო: დიდმა ქართულმა კულტურამ ხელი შეუწყო სხვა ერების, მათ შორის ჩვენი კულტურის განვითარებას
შემდეგი სტატიასოფიო ქაცარავა დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო ლიდერების პროგრამაში იღებს მონაწილეობას